რეკლამა
მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართა (R)
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" ფინკა ბანკის კლიენტი მეწარმეებისათვის ტრენინგების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თბილისში გაიმართა. ტრენინგის მთავარი თემა საბანკო პროდუქტები, ბიზნესთან დაკავშირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, გაცვლითი კურსი, ონლაინ სესხები, დაზღვევა და საპენსიო რეფორმა იყო.

სალომე მოისწრაფიშვილი, გერმანული შემნახველი ბანკების წარმომადგენელი: "პროექტის მიზანია მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. სათანადო ფინანსური განათლება ხელს შეუწყობს ფინანსების უკეთ მართვას, ბიუჯეტის დაგეგმვას, საბანკო პროდუქტების სწორად შერჩევას, მოსალოდნელი რისკების შეფასებასა და მათ თავიდან აცილებას. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, მცირე ბიზნესის განვითარებას ემსახურება."

გიორგი კეპულაძე, საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი: "დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მოხარულები ვართ, რომ ვუპასუხეთ მათ ყველა კითხვას და შესაბამისად, უფრო ეფექტურად შეძლებენ თავის შემოსავლების დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენას".

ვუსალ ვერდიევი, ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორი: "ჩვენთვის, ფინკა ბანკისთვის მნიშნელოვანია ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური მომსახურება, არამედ მივცეთ ცოდნა და განათლება, რათა შეძლონ ფინანსების სწორად და მიზნობრივად გამოყენება. მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის".

პროექტის ფარგლებში 5 შეხვედრა გაიმართება. ტრენინგები დაგეგმილია სენაკში, ბათუმში, ქუთაისში და თელავში. პროექტის ფარგლებში 100-მე მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

პროექტს - ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის"" "საზოგადოება და ბანკები" ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.