რეკლამა
"ფინკა" ბანკი დაინტერესებული პირებისთვის ეფექტური გაყიდვების ტრენინგებს იწყებს (R)
FaceBook
ფინკა ბანკი იწყებს ეფექტური გაყიდვების ტრენინგებს „გახდი გაყიდვების პროფესიონალი“. 2 დღიანი ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ტრენინგები საქართველოს 5 ქალაქში თბილისში, სენაკში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმშიჩატარდება.

„ჩვენი მიზანია მოვძებნოთ და აღმოვაჩინოთ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ გაყიდვების სფერო, არიან მოტივირებულები და ეძებენ სიახლეებს. ფინკა ბანკის ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს ინოვაციური და განსხვავებული მეთოდებით შეასწავლიან გაყიდვების ტექნიკებს. მთელი ტრენინგი აგებულია პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებზე. ხაზგასასმელია, რომ ტრენინგის მონაწილეები შეიძენენ ახალ უნარებსა და ცოდნას. გარმორჩეულ მონაწილეებს შევთავაზებთ საკრედიტო ოფიცრის 3 თვიან სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით“,  - ამბობს ფინკა ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა თოფურია.

ტრენინგზე განაცხადის გამოგზავნა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოს ყველა ქალაქიდან, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 2017 წელი.

დაინტერესებული პირები სააპლიკაციო ფორმას ნახავენ www.finca.ge-ზე, ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, აპლიკანტთა შერჩევა მოხდება სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიც არის მაგ: სამოტივაციო წერილი, სტაჟირების გავლის სურვილი და სხვა.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ კანდიადტებს გაუკეთდებათ საკრედიტო ოფიცრების სტაჟირების პროგრამაზე შეთავაზება და შემდგომ რეალური შანსი ექნებათ დასაქმდნენ ფინკა ბანკში.

ფინკა ბანკის 2 დღიანი უფასო ტრენინგი 11 დეკემბერს თბილისში დაიწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.