თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი,ირაკლი ხმალაძე, დედაქალაქის მერს
კახა კალაძეს გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის მადლობას უხდის და
მერიის ახალი გუნდის წარმატებებში დარწმუნებულია.
"მე მისი მოადგილე ვიყავი ენერგეტიკის სამინისტროში და დარწმუნებული
ვარ, როგორი წარმატებულებიც ვიყავით ენერგეტიკის სფეროში, ასეთივე
წარმატებულები ვიქნებით თბილისის მერიაში", - განუცხადა ჟურნალისტებს
ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საზოგადოება
დეტალურად გაეცნო იმ მიმართულებებს, რაც ქალაქში აქტუალურია და რის
მოგვარებასაც თბილისის ახალი ხელმძღვანელობა მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში აპირებს.
როგორც ვიცე მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ყველა მიმართულება თითქმის
თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება სოციალურსაკითხებს,
სატრანსპორტო და საგზაო პროექტებს, საცობებს, გარემოს დაცვას,
მშენებლობას, ქალაქის ურბანული პოლიტიკის სწორი განვითარება და
ა.შ.
"ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და ამ გამოწვევას, რასაც ქალაქის
პრობლემებთან შებრძოლება ჰქვია და დედაქალქის საკრებულოში დამტკიცების
პროცედურების გავლის შემდეგ, მომავალი კვირიდან, როდესაც მთავრობა
სრული შემადგენლობით შეიკრიბება, თითოეულ მიმართულებაზე მუშაობას
დავიწყებთ", - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები