რეკლამა
ბეგლარ სიორიძე: იმედია, მომცემთ საშუალებას, ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მერობს კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დაბა ნასაკირალის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"დაბა ნასაკირალი ყოველთვის გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურით, რაც ალამაზებდა აქაურობას. მინდა, ნასაკირალს ის ღირსება დავუბრუნო, რაც ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ. იმედია, მომცემთ საშუალებას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება" , - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოზურგეთის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

"აჭარის მთავრობა თქვენ გვერდითაა და ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ძლიერი რეგიონი კი, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მართვა და ძლიერი მენეჯერი. ამიტომაც, ბეგლარ სიორიძე ღირსეულ გამარჯვებას იმსახურებს", - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებები უსურვა.

"ჩვენ ყველას გვინდა ნასაკირალის განვითარება. აქ შეკრებილ ადამიანებს კი შეგვწევს ძალა, რომ მისი უკეთესი მომავალი ერთად უზრუნველვყოთ. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ სახელისუფლო კანდიდატს. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პრობლემების სრულად მოგვარება ვერ მოხერხდება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნასაკირალის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.