თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე,პრემიერ-მინისტრ გიორგი
კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად,
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საქმიანობისსამწლიანიანგარიშის
პრეზენტაციას დაესწრო.
დავით ნარმანიამპრეზენტაციაზე 2014 წლის აგვისტოდან დღემდე
განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლითაც
დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი საქმიანობა დაასრულა.
დედაქალაქის მერმა პრეზენტაციისშემდეგ, თბილისის ახალი მერი წარადგინა
და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
"კახა კალაძეს მნიშვნელოვანი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და ძალიან
მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე, აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ
დაწყებული პროექტები გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი
პროექტებიც განახორციელოს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა
გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის ახალმა მერმა კი,სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიას
გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში
განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014
წლიდანგანხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა
დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო,რომ არსებობსსაძირკევი,
რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაშიშექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი
წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ", -
აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის
პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით
განხორციელდება.
"მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს
აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობასვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ
ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ,
მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე
ქალაქი", - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.
კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13
ნოემბრიდან შეუდგება.
მასალის გამოყენების პირობები