პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომის მერობის
კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას
შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე სოფლებში არსებული
პრობლემები და გამოწვევები განიხილა. ასევე, იმსჯელა მათი მოგვარების
გზებზე.
"არჩევნების შემდეგ,მაქსიმალურად სწრაფად შევუდგებით არსებული
პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და
მისი კეთილდღეობა, მათი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა და სწრაფი
რეაგირება არსებული პრობლემების აღმოსაფხრველად. მერად არჩევის
შემთხვევაში, ბორჯომის მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში
ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანიიქნება", - განაცხადა
ლევან ლიპარტიამ.
მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და
12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები