თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, ეკონომიკისადამდგრადი
განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ,სამშენებლო და
დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კახა კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობისკენ
და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ
მოუწოდა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან აქტიური თანამშრომლობა,
რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობთ და
აკეთებთ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მივესალმები მშენებლობას და
განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად, ხარისხიანად
და რაც მთავარია, თანმიმდევრულად. მჯერა, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი
ქალაქი, ყველას გვყავს ოჯახი, გვეზრდება შვილები და ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქში ჯანსაღ გარემოში ცხოვრება და სუნთქვა
შესაძლებელი გახდეს. შესაბამისად, ქალაქის განვითარებაზე თქვენი
ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემი მხრიდან კი გექნებათ
მაქსიმალური მხარდაჭერა", - მიმართა ახლადარჩეულმა მერმა სამშენებლო
კომპანიების წარმომადგენლებს.
კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერიგაკეთდება იმისათვის, რომ ის
ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაშიდაინგრეს და
სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან
დაკავშირებით იგეგემება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან
დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს.
როგორც ახლადარჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა,იმისთვის, რომ ქალაქი
სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს -
მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა
დაეთმოს ვიზუალურ მხარეს.
"მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ და გსიამოვნებთ არსებული მდგომარეობა,
ის მშენებლობები, რომელიც მართლაც ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს,
თბილისს აქვს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი და ამყველაფერს
შენარჩუნება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაშიცთქვენი როლი
მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ დეველოპერებთან.
მასალის გამოყენების პირობები