პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის
კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს
თანადგომისთვის მადლობას უხდის და ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ გიორგი ჭიღვარიამქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე
განაცხადა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთოქტომბერში, ჩვენს მიერ ჩატარებულ
არჩევნებშითანადგომისა დაგვერდში დგომისთვის.დიდი მადლობა მინდა
გადავუხადო ასევე,ჩვენი გუნდის ლიდერებსიმისთვის, რომ მოგვცეს
საშუალება, "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისი განავითაროს", - განაცხადა
გიორგი ჭიღვარიამ.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან,
თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, რაც დემოკრატიის
ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
"დღესგვაქვს საშუალება, რომ არჩევნებითანაბარ და კონკურენტუნარიან
გარემოში ჩავატაროთ. მინდათითოეულ თქვენგანს მადლობაგადავუხადო იმ
ბრძოლისთვის, რაც გადავიტანეთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა,
რომელშიც თქვენი თანადგომაგვჭირდება. მომდევნო ოთხი წლის
განმავლობაში, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ყველამ ერთად უნდა
განვახორციელოთ", - მიმართა ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩელებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა
კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეგიორგი ჭიღვარიას
მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ
ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო
დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო
რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები