რეკლამა
ირაკლი კობახიძე: ქუთაისი ახალი ენერგიით შეუდგება განვითარებას და მიხარია, რომ ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება გიორგი ჭიღვარია (R)
FaceBook
"მიხარია, რომ განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი ახალი ენერგიით შეუდგება განვითარების ახალ ეტაპს და ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება გიორგი ჭიღვარია, რომელიც არის გამორჩეული ადამიანი თავისი პატიოსნებით, საქმისადმი დამოკიდებულებით და გამოცდილებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ირაკლი კობახიძემ გიორგი ჭიღვარიას წარმატებები უსურვა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.მისი თქმით, თითოეული მხარდამჭერის გვერდში დგომა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიზნები, რომელიც დაისახა "ქართულმა ოცნებამ" განხორციელებულიყო.

როგორც პარტიის აღმასრულებელმამდივნმა შეხვედრაზე აღნიშნა, სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ მმართველმა გუნდმა ჩაატარა ძალიან რთული საპარლამენტო არჩევნები და მოახერხამაღალი შედეგის მიღწევა, ასევე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობის 56%-მა "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი.

"ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია,რომ ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა. ქართველი ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანა მიდის წინ და 2012 წლიდან დღემდე ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდი პროგრესს ყველა მიმართულებით - დაწყებული დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, ეკონომიკური და სოციალური კუთხით ქვეყანა ვითარდება. რა თქმა უნდა,რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ, რაც მთავარია, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ამას ხედავს და აფასებს ჩვენი ამომრჩეველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას ქუთაისში ესწრებოდნენ პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.