პოლიტიკა
მაქსიმალური - 460, მინიმალური -170 ლარი - ოპერის თეატრი ბიუჯეტის ზრდის ნაკლები პერსპექტივით
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის ბიუჯეტის ზრდა ცენტრალური ხაზინიდან 2018 წლისთვის სავარაუდოდ არ იგეგმება.

შესაბამისად, უცვლელი დარჩება ოპერის თეატრის ორკესტრის მსახიობთა ხელფასებიც, სადაც მაქსიმალური ანაზღაურება 460, ხოლო მინიმალური -170 ლარია.

ოპერის თეატრიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეატრის სახელფასო ფონდი 946 440 ლარია. აქედან, 69 540 ლარი გამოყოფილია შტატგარეშე ხელშეკრულებით გაფორმებულ პირთათვის. კონკრეტულად ორკესტრის წლიური სახელფასო ფონდი კი, 242 520 ლარს შეადგენს. ორკესტრში 59 თანამშრომელი ირიცხება.

როგორც ოპერის თეატრში ხელფასის გაცემის პრინციპს განმარტავენ, "ორკესტრის მსახიობთა ხელფასი განისაზღვრება საშტატო განრიგის მიხედვით".

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის თქმით, მან ქუთაისის მერიას და კერძოდ, ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას მიმართა თხოვნით ოპერის თანამშომლების ხელფასების გაზრდის მიზნით ქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თხოვნის საფუძველზე მერიამ წელს 50 ათასით დააფინანსა თეატრი. ამ თანხით მთლიანად სახელფასო ფონდი შეივსო. ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამით ორკესტრისა და საბალეტო დასის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება, თეატრის შემოსავლებს, ირინე ლომინაძის განმარტებით, ეს თანხა კომუნალური გადასახადებისა და თეატრის შემობის რემონტისთვის იხარჯება.

"დიდი სურვილი მაქვს თეატრის შემოსავლებიდან თანხები ხელფასებს მოხმარდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან თეატრი არის შესარემონტებელი. თეატრს არ გააჩნდა საგრიმიოროები. ამიტომ მოგვიხდა საგრიმიოროების შერემონტება. ასევე, სავალალო მდგომარეობაში იყო საპირფარეშოები. რაღაც პერიოდი დახურულიც იყო, რადგან ჭერიდან და კედლებიდან კერამიკული ფილები ცვიოდა. ამიტომ სახიფათო იყო იქ შესვლა. თანხების მობილიზება მოგვიხდა საპირფარეშოების შესარემონტებლად", - აღნიშნავს ირინე ლომინაძე.

კულტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც გადავიდა სახელმწიფო თეატრები, აცხადებენ, რომ ოპერის თეატრის შერემონტება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ასევე, აღნიშნავენ, რომ სანამ თავად თეატრი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს არ წარადგენს და ბიუჯეტი არ დამტკიცდება, ჯერჯერობით ვერ იტყვიან ემატება თუ არა ოპერის თეატრს თანხები.

ქუთაისის ოპერის თეატრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი იგივე რჩება. თუმცა, შესაძლებელია ცენტრალური ბიუჯეტიდან სადადგმო ხარჯები მიიღონ კონკრეტული სპექტაკლებისთვის.

"წელს 20 ათასი ლარით დაგვაფინანსა სამინისტრომ "რიგოლეტოს" დადგმისთვის, რომლის პრემიერაც 27 დეკემბერს, ოპერის თეატრის იუბილეზე გაიმართება. კონკრეტული პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან სავარაუდოდ წელსაც გამოგვიყოფენ თანხებს ", - ამბობს ოპერის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი.

ოპერის თეატრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 950 000 ლარია. სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ეს თანხა მას თეატრის თანამშრომელთა შენარჩუნების შესაძლებლობა აძლევს.

ირინე ლომინაძის თქმით, ქუთაისის ოპერის თეატრი ყველაზე მეტ სპექტაკლს დგამს საოპერო თეატრებს შორის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული
იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
11:29 / 12.11.2024
პირველად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ლეგენდარული იტალიური ჯგუფის RICCHI E POVERI-ის კონცერტი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ხვდება.
11:06 / 11.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ხვდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.