"მეორე ტური იქნება კიდევ ერთი გამოცდა "ქართული ოცნებისა" და
ჩვენი გუნდის თუ რამდენად სამართლიან და ღირსეულ არჩევნებს
ჩავატარებთ,"-
ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის
მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ სპორტის სასახლეში შეკრებილ
ამომრჩეველს მიმართა. მან იქვე მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისა
და ნდობისთვის.
მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მეორე ტური მნიშვნელოვანი ეტაპია,
რომელიც ისევე ღირსეულად უნდა ჩაატაროს პარტიამ როგორც პირველი
ტური
,,მადლობა მინდა გითხრათ გაწეული სამსახურისთვის თქვენი დიდი
დამსახურებაა, ის შედეგი რომელიც ჩვენ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე დავდეთ, და დამაჯერებელი შედეგით
შევდივართ საკრებულოში. მეორე ტური სხვა ეტაპია და ჩვენ ეს ტურიც
ისევე ღირსეულად უნდა გადავლახოთ და ჩავატაროთ როგორც პირველი.
ქუთაისს ეყოლება ახალი მერი და ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ხალხზე
და მოქალაქეებზე. ჩვენ რეალურად შეგვწევს ძალა და გაგვაჩნია ბერკეტი,
რომ ქუთაისი ვაქციოთ მომავლის ქალაქად. ქალაქად რომელიც თავის ღირსეულ
სიტყვას იტყვის ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე," - განაცხადა
გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გრიგოლ
ვაშაძემ უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, საარჩევნო
კანონმდებლობის თანახად მისი კანდიდატურა არ იხსნება ბიულეტენიდან.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური 12
ნოემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები