ახალი ამბები
ჭიათურაში ფრანგული საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
FaceBook
ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

მშენებლობას ამხანაგობა "დაგი" ახორციელებს.

პროექტის მენეჯერის ოთარ ჩიკვაიძის ინფორმაციით, ცენტრალური სადგურიდან საბაგირო ოთხი მიმართულებით იმოძრავებს, რომელთაგან 2017 წლის ბოლომდე მხოლოდ სამი დასრულდება, მეოთხე კი 2018 წელს მოეწყობა.

"სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც სანატორიუმის, ლეჟუბანისა და ნაგუთის მიმართულებას ეხება, მთავრდება წლის ბოლოს, ხოლო მუხაძის პროექტი დასრულდება მომავალი წლის ბოლოს," - განმარტავს პროექტის მენეჯერი, ოთარ ჩიკვაიძე.

მისივე ინფორმაციით, სამ მიმართულებაზე 6 ფრანგული წარმოების გონდოლა დამონტაჟდება.

"ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ შენობებს და საყრდენი ანძების საძირკვლებს, თვითონ დანადგარები, გონდოლები და ტროსი არის ფრანგული კომპანიის მოწოდებული. გონდოლები იქნება ისეთი, როგორც თბილისში, რიყეზეა," - განმარტავს ოთარ ჩიკვაიძე.



პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 9 700 000 ლარია, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.