ახალი ამბები
თავი დაგვანებონ ან პასუხი აგონ - ბაღდათის გამგებლის მოადგილე TI კვლევაზე
FaceBook
ბაღდათის გამგებლის მოადგილე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2016 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის უზუსტობაში ადანაშაულებს.
გელა მშვილდაძე ქუთაისიპოტთან საუბარში აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით დაინტერსდება.

"რა ნეპოტიზმი, აბსურდია, ბატონო ეს. ჩემი შვილი, იმის გამო ჩემი შვილია, ვერსად ვერ იწყებს მუშაობას და ახლა კერძო კომპანიაში დისტრიბუტორად მუშაობს. ჩემი მეუღლეც უმუშევარია. თქვენ ხომ დამირეკეთ, ყველა თქვენსავით ვერ დამირეკავს, ვიღაცა წაიკითხავს ამ კვლევას და დაიჯერებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ან თავი დაგვანებონ ან პასუხი უნდა აგონ. ახლა შეხვედრაზე ვარ და მერე აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს," - აცხადებს გელა მშვილდაძე.

"გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში კი ნათქვამია, რომ "2015 წლის დეკლარაციით, მისი შვილი ზურაბ მშვილდაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კურიერად მუშაობდა, 2016 წლის დეკლარაციის თანახმად კი, ის ფონდის ოპერატორის თანამდებობას იკავებს".

თუმცა, დეკლარაციაში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელ ფონდზეა საუბარი. შესაბამისად, ეს არც კვლევაშია დაზუსტებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" არ იზიარებენ გელა მშვილდაძის პრეტენზიას. ორგანიზაციის უფროსი ანალიტიკოსი, გიორგი ნასრაშვილი ქუთაისიპოტთან საუბარში განმარტავს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევა საჯარო მოხელეების მიერ შევსებული დეკლარაციის საფუძველზე მომზადდა.

"ჯერ ერთი, თუკი დეკლარაცია არაზუსტად აქვს შევსებული და მეორე, დეკლარაციაში დისტრიბუტორად არა შვილი, არამედ მეუღლე ჰყავს მითითებული,"– განმარტავს გიორგი ნასრაშვილი.

როგორც ქუთაისიპოსტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განუმარტეს, ზურა მშვილდაძე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ასრებული ინფორმაციული უზრუნველყოფის ეთნოკულტურისა და ტურიზმის განვითარების ფონდის ოპერატორად მუშაობდა. თუმცა, გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ის უკვე რამდენიმე თვეა ამ ფონდში აღარ მუშაობს.

გელა მშვილდაძე, ბაღდათის გამგებლის მოადგილედ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. ამ დროისთვის ის გამგებლის მოვალეობას ასრულებს.

გელა მშვილდაძის მიერ მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში, მისი მეუღლე, მედეა მერკვილაძე შპს "გრიმლაიფი" -ს დისტრიბუტორად, ხოლო შვილი ზურაბ მშვილდაძე ფონდის ოპერატორის პოზიციაზე.

ორგანიზაციის კვლევაში ბაღდათის გამგებლის გარდა, იმერეთის რეგიონის კიდევ ხუთი მუნიციპალიტეტი მოხვდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.