ევროპული საქართველოს ერთი-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ქუთაისში, საპარლამენტო
დედაქალაქში, ჯონ მაკკეინის სახელის უკვდავყოფის მიზნით, ქუთაისში
რომელიმე ქუჩის ან სკვერის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭების
ინიციატივით გამოდის.
გიგი წერეთლის განცხადებით, სენატორი ჯონ მაკკეინი, წლების
განმავლობაში, გამორჩეული მხარდამჭერი და მეგობარი იყო: "მან
საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების,
საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების, ევროატლანტიკური
ინტეგრაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. თბილისშიც და ქუთაისშიც,
რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია და საპარლამენტო დედაქალაქი,
მაკკეინის სახელი უნდა მიენიჭოს რომელიმე ქუჩას, სკვერს ან რომელიმე
დაწესებულებას, რაც მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების
ნიშანი იქნება. ჯონ მაკკეინს უყვარდა საქართველო, მათ შორის
იმერეთი და ქუთაისი".
"ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია,
რომ გიგი წერეთელსა და ჯონ მაკკეინს პირად საუბრებშიც არაერთხელ
განუხილიათ ქუთაისის პერსპექტივის, ეკონომიკისა და ტურიზმი
განვითარების საკითხები: "ჯონ მაკკეინი განსაკუთრებით მხარს უჭერდა
საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას".
ზემოთაღნიშნული ინიციატივის განსახილველად გიგი წერეთელი ქუთაისის
საკრებულოს და მერიას უახლოეს დღეებში მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები