ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგო
გვირაბის აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები
მკურნალობას სახლში აგრძელებენ.
დაშავებული მუშები, ამ დროისთვის სახლში ექიმების მეთვალყურების ქვეშ
გადიან მკურნალობას, ხოლო ხარჯებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის
შემსრულებელი უცხოური კომპანია "ჩიენთის 23"- ე ბიურო
იხდის.
რკინიგზის ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის
თქმით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს დაშავებული მუშების
მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. თუმცა, ისინი სამუშაოზე
დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.
"ერთ-ერთ დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია, რადგან მისი მდგომარება მძიმე
იყო დაზიანებული ჰქონდა ნეკნები, ახლა ის მკურნალობას სახლში გადის.
ოპერაციის და მკურნალობის თანხა მთლიანად ჩინურმა კომპანიამ დაფარა.
ასევე, მკურნალობის, რეაბილიტაციის და წამლის თანხებს სრულად
ანაზღაურებს დაშავებული ორი მუშის შემთხვევაშიც, რომლებიც
შემთხვევიდან რამდენიმე დღეში საავადმოყოფოდან სამკურნალოდ სახლში
გაწერეს", - ამბობს ჩვენთან საუბარში ვიტალი
გიორგაძე.
მისი თქმით, მომხდარი აფეთქების შემდეგ უცხოურ კომპანიას
რეკომენდაციები მისცა რკინიგზის პროფკავშირმა. ვიტალი გიორგაძის
თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები
შესრულებული არ იქნება ისინი მუშებს რეკომენდაციებს მისცემენ, რომ
ადგილზე მუშაობა აღარ გააგრძელონ.
"ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, რომ გამაგრებითი სამუშაობის ჩატარება,
აფეთქების დროს გაფრთხილება და ხალხის გამოყვანა, ვენტილაციის
მწყობრში მოყვანა და ასევე, სპეც.ტანსაცმლით სიარული უნდა მოხდეს, " -
ამბობს ვიტალი გიორგაძე.
ის ამბობს, რომ ანალოგიური რეკომენდაციები გასცა შრომის
ინსპეციამაც. რკინიგზის პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ისინი
მიმდინარე კვირაში გეგმავენ იმის გადამოწმებას, მოხდა თუ არა მიცემული
გათვალისწინება.
ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, როდის შეძლებენ სარკინიგზო გვირაბის
მშენებლობისას მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული მუშები სამსახურში
დაბრუნებას, თუმცა ვიდრე ისინი მუშაობას დაუბრუნდებიან მანამდე
უცხოური (ჩინური) კომპანია მუშებს ხელფასს ყოველთვიურად გადაუხდის.
სარკინიგზო გვირაბში დასაქმებული
მუშების შრომის ანაზღაურება 600-700 ლარს
შედგენს.
ხარაგაულში, ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში, 22 იანვარს აფეთქება
მოხდა.
ორი სარკინიგზო გვირაბის შეერთების დროს მომხდარ
აფეთქებაზე 3 ადამიანი დაშავდა. მუშები აფეთქების შესახებ
ინფორმირებული არ იყვნენ. მანამდე 15 იანვარ სარკინიგზო გვირაბის
მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ, თუმცა მუშებმა 18
იანვარს განაახლეს. რადგან, უთხრეს რომ მათი მოთხოვნა ეტაპობრივად
შესრულდებოდა.
ამავე
თემაზე:
აფეთქება ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში - დაშავებულია სამი
მუშა
"მუშებმა ამ აფეთქების შესახებ არ იცოდნენ" - პროფკავშირები
ხარაგაულში მომხდარ აფეთქებაზე
ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები
გაიფიცნენ
ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ
ხარაგაულში, სადაც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლები ჩავიდნენ
მასალის გამოყენების პირობები