ინტერვიუ
"მსახიობის პროფესია ფიქრის პროფესიაა" - გიორგი ჩაჩანიძე
FaceBook
"თეატრი პატარა სამყაროა რომელიც დიდი სამყაროდან გიცავს", - ამბობდა ბრეხტი.

პატარა სამყაროს თავისი "მოქალაქეები" ყავს მსახიობები, რეჟისორები, სცენოგრაფები, სცენის მუშები, რომლებიც დიდი სამყაროდან "დაცვის" ამ მისიას მეტნაკლები წარმატებით ართმევენ თავს. ამ სამყაროში ერთ-ერთი მთვარი როლი მსახიობებს ერგებათ.

რა ჭირდება მსახიობს "პატარა სამყაროში" სრულფასოვანი არსებობისთვის? სად იბადება როლები? რამდენად მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები?
ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე გვესაუბრება.

- მსახიობისთვის ყველაზე საინტერესო არის სამაგიდო პროცესი. ალბათ ყველა მსახიობისთვის ასეა. სამაგიდო მუშაობის პროცესში შენ უნდა ამოიკითხო ამბავი შენს გმირზე, რაც არ არის პედალიზებული, იმაზე უნდა გააკეთო აქცენტი. რის შემდეგ უკვე დგება ეტაპი, როდესაც ფეხზე უნდა დადგე. ეს ეტაპი მგონია მსახიობისთვის ყველაზე დამაბნეველი ეტაპი. ამ დროს ყველაზე სუსტი ხარ. ყველაზე მეტად ფიქრობ რომ ეს პროფესია არ არის შენი. იგი ერთგვარი გარდამტეხი ეტაპია. მაგრამ რამდენიმე დღეში თუკი კარგად გაქვს გავლილი ეს სამაგიდო მუშაობა ხვდები, რომ საინტერესო რაღაც შეიძლება გამოვივიდეს.



- როლების სიმრავლე რადენად ეხმარება მსახიობს? აიდან იღებენ წარმოსხვისა და ფანტაზიის წყაროებს?

- ყველა როლზე მუშაობა კარგია, რაღაცას გძენს, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გმატებს. იმიტომ რომ რაღაც გიგროვდება. ნათამაშევი როლები პასუხისმგებლობაა, ისინი შენ თავთან გძენენ ვალდებულებას, რომ რაღაც კარგი შექმნა და არ დაკმაყოფილდე იმით რითაც შეიძლება დამწყებ ეტაპზე დაკმაყოფილებულიყავი. მაქსიმალურად მეტს თხოვ საკუთარ თავს. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა იმის შგრძნება, რომ რაღაც კონკრეტული როლი რაღაცას გართმევს, რაღაცას იწოვს შენგან. ამიტომ გენანება, გინდა ის სპექტაკლი და ის როლი ძალიან კარგი გამოვიდეს რომ ეს დახარჯული, გაცემული, თითქოს მოპარული ენერგია ჰაერში არ დარჩეს და სადღაც არ დაიკარგოს.

- კონკრეტული მაგალითით თუ შეგიძლია თქვა იმ როლებზე, რომლებშიც თავიდან ვერ გიგრძვნია თავი კომფორტულად, მაგრამ წლების განმავლობაში კარგად მოგირგია. ან პირიქით, თავიდან კარგად მოგირგია, მაგრამ მერე ხვდები რომ გაცვდა როლი?

- ძალიან საინტერსოა, როდესაც როლი და სპექტაკლი გადათამაშდება, გაივლის პერიოდს, დაღვინდება ან გაფუჭდება. სპექტაკლში "სტუმარი" საკუთარი თამაში პირველ ეტაპზე კმაყოფილებას მგვრიდა, მერე დადგა ეტაპი, როდესაც მივხვდი, რომ აღარ მსიამოვნებდა ამ სპექტაკლის თამაში. თუმცა სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი როლია. ეს სპექტაკლი ოთხი წლის წინ დაიდგა და ახლა რასაც ვაკეთებ უკვე კარგთან მიახლოებული მგონია, გაცილებით უკეთესი, რაც თავიდან იყო.



- ანუ პერსონაჟი განიცდის ცვლილებას, არ დგას ერთ ადგილზე.

- პერსონაჟი არ დგას ერთ ადგილზე. მითუმეტეს მაშინ, თუკი მსახიობი ფიქრობს. მსახიობის პროფესია ფიქრის პროფესიაა, ოცნებაა, ფანტაზიაა. შენ გონებაში, ფანტაზიაში ას პროცენტს ქმნი, ფერადად ხატავ, შენ გმირს, ამბავს, სპექტაკლს. მაგრამ მერე როდესაც სცენაზე დგები სცენაზე იქ ბევრი ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს, ხვდები რომ ას პროცენტს თავს ვერ აბამ და 30 გამოგდის, თუმცა ესეც შედეგია. ყველაზე მთავარია, ფანტაზიის, ანუ სამაგიდო პროცესი, სადაც შენი წარმოდგენები უნდა ჩართო, მაქსიმალურად შეხვიდე ზღაპრულ სამყაროში, რაღაცეები მოყვე, ამის გარეშე, ვფიქრობ, შედეგს ვერ მიაღწევ, იმ 30 პროცენტსაც ვერ მიიღებ.

- წარმოსახვისა და ფანტაზიის წყარო რა არის?

- დღევანდელ რეალობაში წყარო ბევრი რამ შეიძლება გახდეს. ყოველდღიურობა, ის მრავალფეროვნება, რასაც ცხოვრება გთავაზობს. თუკი გაქვს დაკვირვების უნარი ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია მიიღო. ახალი თაობის მსახიობები განებივრებულები ვართ იმით, რომ ბევრი რამ შეგვიძლია ვნახოთ ინტერნეტით. მაღალი კლასის მსახიობები და რეჟისორები ჩამოდიან რომელთაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ამასთან ერთად მრავალი რამ დამოკიდებულია იმ სამსახიობო სკოლასთან სადაც ისწავლე და რისიც გჯერა. ამ პროფესიაში როდესაც ხარ რაღაცის უნდა გწამდეს. პირველ რიგში იმ სკოლის, რომელშიც ისწავლე.




- გქონია სხვა სკოლებთან შეხება?თუ გქონია სურვილი შენი თავი მოგესინჯა იქ რაც შენთვის არც ისე ცნობილია? და რა სკოლა შეიძლება იყოს ეს რამაც მოგხიბლა?

- ბრეხტის მეთოდი არის საინტერესო, მაგრამ ვფიქრობ აქ თავის მოსინჯვა ჯერ ადრეა. მნიშვნელოვანია სტანისლავსკის სკოლა რაზეც გავიზარდეთ, ამიტომ როდესაც ვფიქრობ პროფესიაზე, ეს სკოლა რწმენის დონეზე მყავს აყვანილი, ეს არის ჭეშმარიტება. შეიძლება ესეც შეცდომაა. მაგრამ თუ არ გწამს და ძალიან დიდი ენთუზიაზმით, დიდი სურვილით არა ხარ გაჟღენთილი, იმდენი პრობლემაა და ცუდი მხარე აქვს მსახიობის პროფესიას, სხვანაირად გაგიჭირდება.

- რამდენად მნიშვნელოვანია სივრცე, ადგილი სადაც თამაში გიწევს ?

- როდესაც მესმოდა სიტყვა "თამაშის ტექნიკა" ეს სიტყვები გაურკევველი იყო, დღემდე გაურკვველია და ალბათ კიდევ დიდხანს ასე იქნება, რადგან ეს არის მუდმივი ძიების პროცესი. თუმცა ამ ცნების მნიშვნელობას, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გახვედრებს განსხვავებული სივრცეები. სულ სხვაა მცირე სცენა, სხვანაირად მუშაობა ჭირდება. სხვაა დიდი სცენა. ჩემთვის აღმოჩენა იყო ეს განსხვავება, როდესაც მცირე სცენიდან უცბად მომიწია ჩამოვსულიყავი დიდ სცენაზე და მეთამაშა, მაგალითად, დუმბაძე, როდესაც მცირე სცენაზე თვეები ვმუშაობდი შმიტზე. ეს იმხელა აღმოჩენა იყო, რომ მაშინ მივხვდი პირველად რას ნიშნავს რომ მსახიობს ქონდეს უნარი, ქონდეს ტექნიკა და შეძლოს სულ სხვა ატმოსფეროში, სხვა სივრცეში, სულ სხვა სხეულით მუშაობა. კიდევ ერთი აღმოჩენა იყო როდესაც თამაში მომიწია სცენის ქვემოთ, სარდაფში, სადაც სხვა მისტიკური გარემო იყო, რამაც სულ სხვა უნარები მოითხოვა ჩემგან.

- ეს ექპერიმენტები მნიშვნელოვანია..
.

- ექსპერიმენტები ძალიან საინტერესოა, ტექნიკას გძენს. თუკი სწავლა არის მიზანი, იმის სურვილი რომ რაღაც მიიღო და არ კმაყოფილდები იმით რაც გაქვს - ეს ექსპერიმენტები არის საუკეთესო მასწავლებელი.

- ეს ყველაფერი ექსპერიმანტალური თეატრისკენ გიბიძგებს?

-კი, ექსტეპრიმენტი აუცილებელია ამ პროფესიაში.

- რამდენად შეგიძლია თქვა უარი ამ მოცემულობაზე რასაც ქვია პარტერი და სცენა? რამდენად შეგიძლია სხვა სივრცეები შეითავსო ქუჩა, აივანი, სადარბაზო...

- ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ მიზანი და ამოცანა ზუსტი უნდა იყოს, თუ რატომ კეთდება ეს. ზოგჯერ უყურებ კარგია, მაგრამ აუცილებლობას ვერ ხედავ თუ რატომ გაკეთდა აქ და ამ ფორმით. ამიტომ ავტორმა კარგად უნდა მოარგოს და ზუსტად უნდა იცოდეს თუ რატომ უნდა გადავიდეს სხვა სივრცეში. თუ ამას კონკრეტული და ზუსტი ამოცანით გააკეთებ საინტერესოა მსახიობისთვის. საბოლოოდ იქამდე მივდივართ, რომ რეჟისორი არის ყველაფერი. მსახიობის პროფესიას რაც უნდა დამოუკიდებელი პროფესია ერქვას, მაინც ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დამოკიდებული პროფესია რეჟისორზე. მას რაც უნდა საბოლოოდ ყოველთვის იმის კეთება გიწევს. თუკი შეეწინააღმდეგები და შენსას გააკეთებ შეიძლება ნიჭიერად გააკეთო, მაგრამ მთავარ ამბავს მაინც ვერ მოერგები, მარტო შენს როლზე ფიქრი გამოგივა. რეჟისორია ყველაფერის მაკონტროლებელი.

- თუმცა არის შემთხვევები სადაც მსახიობმა თუ არ გააკეთა რეჟისორმა რაც უნდა მოინდომოს ვერაფერს იზამს...

- მსახიობის პროფესიას არ ვაკნინებ, პირიქით, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტად დამოკიდებულია რეჟისორზე. ის დგამს თავის ამბავს, შენ კი ამ დიდი ამბის პატარა ნაწილი ხარ. ის აკეთებს მთლიან ამბავს, სიუჟეტს, თავისი ამოცანით, მიზნით რატომ იდგმება. ის დგას ყველაფერ ამის თავში. შენ კი ჯაჭვის დიდი რგოლი ხარ, რომელიც რეჟისორის ამბავს უნდა მოერგოს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.