ინტერვიუ
შალვა ოგბაიძე - ავარიებით დაღუპულთა რიცხი კვლავ იზრდება
FaceBook

 

ბოლო ორი თვის მანძილზე ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევებს ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემხვერპლა.

შსს - ს სტატისტიკით, საქართველოში ავარიების შედეგად ყოველწლიურად 700 - მდე ადამიანი იღუპება.

ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მომატებულია იმერეთში.

ამ ფონზე, ქუთაისში მცხოვრებლები ქალაქში ქვეითად გადაადგილებას საფრთხის შემცვველად მიიჩნევენ. ადგილობრივების ნაწილი პრობლემას კანონმდებლობაში, ნაწილი კი არაკანონმორჩილ მძღოლებში ხედავენ.

რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდას, რამდენად გვიცავს კანონი და სად არის გამოსავალი - ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე ესაუბრა.

 

- რა არის ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების მომატების მიზეზი?

- პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან საკითხის მიმართ დამოკიდებულებაშია. ხშირად მიწევს კამათი და მსჯელობა ავარიების გახშირებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ზოგიერთ ჩინოვნიკს მზად აქვს ასეთი პასუხები: "ჩვენ ვაგებთ გზებს," "ვაკეთებთ ესტაკადებს," "ვაწესებთ ცალმხრივ მოძრაობას," - თუმცა, მიუხედავად ამისა, დაღუპულთა რიცხი კვლავ იზრდება. აქედან, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ინფრატრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების კლებას შორის ტოლობის ნიშანი არ არის. დაიგო გზა, მოეწყო შუქნიშანი, ან ესტაკადა არ ნიშნავს, რომ მოიკლებს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ამით მთავრობა შედეგს ვერ მიიღებს.

- რა ზომები უნდა მიიღოს მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით?

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს სახელმწიფოს ნება ამ მხრივ მენეჯმენტის გაუმჯობესების. დღეს ამგვარი ვითარებაა. მაგალითად, არსებობს ხე, რომელიც ეფარება შუქნიშანს. ხე ეკუთვნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამსახურს, შუქნიშანი მეორე სამსახურს და გამეფებულია უმართავი გარემო, სადაც მუშაობს უწყებრივი "მე არ მეხებას" პრინციპი. ყველა სამსახური თავის მხრივ მართალია, მაგრამ ავარიების რიცხვი იზრდება. საქმე იმაშია, რომ ამ სამსახურებს შორის არ არსებობს მყისიერი კოორდინაცია. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საგზაო მოძრაობის ეროვნული სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, იფუნქციონირებს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც ყოველ შემთხვევაზე მოახდენს მყისიერ რეაგირებას და შემდგომ ინტერვენციას. მაგალითად, თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობებში თუ შეიქმნება ასეთი ჯგუფები, რომლებიც ავარიების ადგილებზე იმ წუთშივე დასვამენ შავ წერტილს, მოახდენენ სიტუაციის ანალიზს და სხვა უწყებას დროული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ, ბევრად უფრო კოორდინირებულად მოხდება უსაფრთხო გარემოს შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს უმაქნისი პარლამენტი ახლა ვერაფერს მოასწრებს, თუმცა ახლადარჩეული პარლამენტისთვის ნომერ პირველი გამოწვევა უნდა გახდეს საგზაო უსაფრთხოება.

- როგორ წარმოგიდგენიათ ახალი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საგზაო უსაფრთოება?

- ახალი უწყება და ბიუროკრატიული აპარატის შექმნა არ არის საჭირო. უბრალოდ, არსებული საშტატო ბადის ფარგლებში უნდა არსებობდეს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ქალაქის ვიცე-მერი გაუწევს. ის კონკრეტულად პასუხისმგებელი იქნება ამ საკითხზე. კარგია თუ ქუთაისიდან დაიწყება ეს და მაგალითს მისცემს სხვა ქალაქებს. ქუთაისი არის პირველი, სადაც ქვეითებს გზას უთმობენ. მოხარული ვიქნები, თუ ყველა ქალაქი შეეჯიბრება ერთმანეთს, სად უფრო თავაზიანი მძღოლები არიან.

- ქუთაისში მოსახლეობის ნაწილი გამოსავალს ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებაში ხედავს. რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს კანონში ამ კუთით ცვლილებების განხორციელება?

- მხოლოდ კანონრეგულაციების გამკაცრება ვერ იქნება შედეგიანი. ადამიანმა იცის, რომ მკვლელობისთვის ემუქრება ციხე და ზოგჯერ უვადო პატიმრობაც, თუმცა მკვლელობები მაინც ხდება. ასევეა საგზაო დარღვევებზეც. ვიცით, რომ კანონი ჯარიმას დაგვაკისრებს, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვაჭარბებთ სიჩქარეს. შესაბამისად, პრობლემა კანონში არ არის, უბრალოდ, საქართველოში არ არსებობს სამძღოლო კულტურა. იქამდე, ვიდრე მძღოლის დასჯაზე მიდგება საქმე, უნდა ვიფიქროთ რა განათლება აქვს მიღებული მას, რა ცოდნას ფლობს, სად ისწავლა მართვა ავტოსკოლაში თუ ვინმე ძია უშანგისთან, რამდენიმე საათით მანქანა რომ უკუსვლით შეაყენა და "პრავა" აიღო. აუცილებელია, ავტომობილის მართვა ისწავლებოდეს პრაქტიკულად და არა კომპიუტერში ჩამოყალიბებული საკითხებით. მძღოლობა არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი დამატებითი სპეციალობა და მას კვალიფიციური პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.