ინტერვიუ
ლაშა მესხი - სოლიდარობა გარეუბნის ვიწრო გეტოებშია
FaceBook
რამდენად ჯერათ საქართველოში სოლიდარობის? რატომ დაისმის სოლიდარობის მიმართ ეჭვიანი კითხვები?
რამდენადაა შესაძლებელი სოლიდარობის სწავლა?
აღნიშნულ საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება ბლოგერი და ჟურნალისტი ლაშა მესხი.
-გუგლში სიტყვა სოლიდარობა რომ ჩაწერო ამ სახელწოდების ძალიან ბევრ ორგანიზაციას და ჟურნალს მოგიძებნის. ესეც მიანიშნებს ალბათ სოლიდარობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე...

-დაგუგვლისას აუცილებლად შენიშნავდით ერთ ძალიან მნიშნვნელოვან პოლონურ პროფკავშირს, რომელსაც სწორედ ასე ერქვა :"შოლიდარნოść". ვფიქრობ ეს გაერთიანება ძალიან კარგი მაგალითია საერთო ინტერესების შედეგად მიღწეული ცვლილებებისთვის. მაგალითია არა მხოლოდ ქართული პროფკავშირებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. სოლიდარობის განცდის გარეშე ცვლილებები არ ხდება. სოლიდარობა სხვა არაფერია თუ არა გაზიარება, ეს უკანასკნელი კი ადამიანს ხასიათში აქვს  დაწყებული ქვის ხანის კედლის მხატვრობიდან დამთავრებული ე.წ. "ფეისბუკ" დაშეარებით...
-არის ღირებულებები, რომლებიც ვიცით რომ კარგია, თუმცა მაინც ნაკლებად გვჯერა მათი.მაგალიათად თავისუფლების. ხშირად გაიგონებ კითხვას - რა მოგვიტანა თავისუფლებამ?! ალბათ სოლიდარობის მიმართაც ხშირად გაისმის ეჭვიანი კითხვები. მოკლედ რამდენად გვჯერა სოლიდარობის, ან რატომ უნდა გვჯეროდეს სოლიდარობის?
-ეგ რომელი "სასტავია" იცი?! 70 -იანების "ცეხავიკები".ყველა კუთხით რომ გაძღნენ და სამშობლოს განსხვავებულ სასმისად რომ აღიქვამენ. ასეთი ადამიანები მოკლევადიანად აზროვნებენ, კუჭის ამოვსებაზე ორიენტირებულია მათი თითოეული ქმედება. პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე წავლენ, ასეთებს ხშირად სჭირდებათ ვიღაც მფარველი ანგელოზი, რომელიც მათ მაგივრად იმუშავებს, მათ მაგივრად გაინძრევა, ის აჭმევთ და სულ ფეხებზე კიდიათ ეს ვანია იქნება თუ ბორია. გასაკვირიც იქნებოდა მათი ბრძოლა იდეებისთვის და ცვლილებებისთვის. ისინი ტრანსფორმირდნენ სხვადასხვა პატარ–პატარა ეთნიკურ, რელიგიურ–კონფესიურ, პროფესიულ, სამთავრობო თუ ასაკობრივ კოლექტივებში. მათი ქონიანი ტუჩები დიდი ვერაფერი წინააღმდეგობაა ერთიანი ძალისთვის. ალბათ 8-9% მთლად, რომ შემოიხიონ ყველაფერი.
გამოსავალი პირად პასუხისმგებლობაშია. საკუთარი თუ სხვისი პრობლემის გაანალიზებაში. შრომაში და ცვლილებებისთვის, კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაში. ერთ ადგილზე და წრეზე დიდი ხანი გავიდა რაც ვართ. სოლიდარობის განცდის გარეშე ცვლილებები გამორიცხულია. არც სოლიდარობის არ უნდა გვჯეროდეს ბრმად, არც რაღაც გამოგონილი ილუზიების თუ მაგიური დიდი ხელის, რომელიც ჩვენს მაგივრად გააკეთებს ყველაფერს. ჩვენი თავის და პირადი პასუხისმგებლობის უნდა გვჯეროდეს.
-კონკრეტულ მაგალითებს ხომ ვერ მოგვიყვან, თუნდაც პირადი გამოცდილების, საქართველოში სოლიდარობით მიღწეული გამარჯვებების და გაკეთებული საქმის?
-პესიმისტი არასდროს ვარ. შესაბამისად მჯერა რომ დიდი გამარჯვებები კიდევ წინაა. გაკეთებულსაც ვერ დავარქმევდი, თუმცა საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიტყვი. 2012 წლის 23 მარტს გოგიტა აბაშიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 1 წლის ბავშვი საკვების მწვავე დეფიციტით მიღებული შოკით წინა დღით დააწვინეს საავადმყოფოში. ისიც შემთხვევით, მეზობელ სოფელში ტელევიზია ხანძარს აშუქებდა... მეზობლებმა გაიგეს, რომ ტელევიზიასთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ, ადგნენ და მეზობლის შვილისთვის წავიდნენ მეორე სოფელში, მიიყვანეს კამერები და ეს ჩინოვნიკები გოგიტასთან. კამერასთან ხომ ძირითადად ჩინოვნიკებში სუპერ გმირის ინსტინქტი იღვიძებს, მოკლედ ასე მოხვდა პატარა გოგიტა საავადმყოფოში. მეორე დღეს 1000 ლარამდე ავაგროვეთ, კიდევ რაღაცები ვუყიდეთ. მაგრამ დავაგვიანეთ. ჩვენ მაშინ ყველამ ერთად დავაგვიანეთ. ბავშვი დაიღუპა. მაგრამ ის სოლიდარობის განცდა, რომელიც მე თავად დავინახე საკმაოდ ძლიერი და შთამბეჭდავი იყო. ხალხი უკანასკნელ ხურდებს იღებდა ჯიბიდან, როცა იგებდა, რომ 1 წლის ბავშვი შიმშილით კვდებოდა...
-სოლიდარობის შედეგმა დააგვიანა. თუმცა სოლიდარობის აქტებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა და მოხერხდება მომავალში... რამდენად შეიძლება სოლიდარობის სწავლა?
-სწავლა ალბათ ყველაფრის შეიძლება თუ ადამიანი მოინდომებს. თუმცა სოლიდარობას ახლად წამოჭიმულ ფეშენებელურ უბნებში, შარდენის ქუჩის ბარებში ანდა დაბურული მინების მიღმა ვერ ისწავლით. სოლიდარობა გარეუბნის ვიწრო გეტოებშია და მიტოვებული ქარხნების არმატურებზე ბლუზს უკრავს. აუცილებელია ცვლილებები, მის გარეშე ადამიანი დეგრადირდება. აუცილებელია მოძრაობა განვითარება. თუმცა საერთო ინტერესების და საერთო მიზნის გარეშე გლობალური ვერაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ დღეს არ ვიქნებით სოლიდარულები ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. აუცილებელია ერთ მუშტად შეკვრა სისტემის, ბოროტების, უსამართლობის და კონკრეტული საფრთხეების მიმართ. ერთ მუშტად შეკვრის რეცეპტი არა ცხიმიან მდიდრულ კვების ობიექტებში, მოოქროვილ ტაძრებში ან ბატუტისსაწოლიან სახელმწიფო დაწესებულებებშია, არამედ სოლიდარობაში. ერთმანეთშია. დროა საკუთარი ნაბიჯების ყურებას თავი დავანებოთ, თავი ზემოთ ავწიოთ. მჯერა რომ უკეთესი მომავალი წინაა, თუ რათქმაუნდა ჩვენ ეს გვინდა.
ეკა კუხალაშვილი



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.