ინტერვიუ
საქართველოში სტაბილური დიქტატურის დამყარება საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია - გიორგი ბადრიძე
FaceBook
ქვეყანაში ყოველწამიერად სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ძალიან დიდი და სწრაფი ტემპებით ვექცევით საერთაშორისო იზოლაციაში.

ამაზე პოლიტიკის, თუ ეკონომიკის პოლიტიკის მკვლევარები მიუთითებენ.

ამ პირობებში შესაძლოა, ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივი გადინების და სხვა დამანგრეველი პროცესები დაიწყოს,
იზოლაციის შემოქმედი ის პოლიტიკაა რასაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ახორციელებს საქართველოში.

რამდენად სახიფათაო საქართველოსთვის ღრმა საერთაშორიოს პოლიტიკური იზოლაცია? რა ელოდება ჩვენს ქვეყანას ამ პირობებში?
რა ელოდება ქვეყანას, რომელსაც დასანქცირებული დე ფაქტო მმართველები ჰყავს?

გვესაუბრება "რონდელის ფონდის" მკვლევარი გიორგი ბადრიძე.

-იზოლაციაში გარკვეული ქვეყნები წარმატებით არა, მაგრამ სტაბილურად არსებობენ, თუმცა ამ ქვეყნებს განასხვავებთ საქართველოსგან მათი ინდუსტრიული, ბუნებრივი რესურსებისა და სხვა მტკიცე ბაზა. მაგალითად, ვენესუელა თავისი ნავთობით და ბელორუსი თავისი ინდუსტრიული და განვითარებული სოფლის მეურნეობით. საქართველოში ჩემი აზრით იზოლაციონიზმის შემთხვევაში იქნება შედეგი ღიად დიქტატურის დამყარების, რომლისკენაც მიჰყავს საქმე ივანიშვილს. საქართველოში სტაბილური დიქტატურის დამყარება იმ იზოლაციის ფონზე ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, რადგან ამ იზოლაციის პირველივე შედეგი იქნება, ძალიან, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ დამღუპველი. პირველ რიგში ეკონომიკისთვის და შემდეგ მთელი საზოგადოებრივი სტაბილურობისთვის, სამწუხაროდ ივანიშვილის ქცევა მიანიშნებს, რომ მას იზოლაცია არ წარმოუდგენია პრობლემად თავისთვის, პირიქით, მან საერთაშორისო იზოლაციისთვის ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო საკუთარი აქტივების გამოტანა დასავლური ქვეყნებიდან. პირადად ის მზად არის გააგრძელოს კომფორტულად ცხოვრება, უფრო ღარიბ და უფრო ჩაკეტილ საქართველოში, რომლიდანაც ხალხი მასობრივად მიდის. ეს პროცესი დაწყებულია 2022 და 2023 წლებში ზედიზედ რეკორდები დამყარდა მიგრაციის მაჩვენებლის, მაგრამ ჩემი აზრით, ოლიგარქის ოცნება, რომ იცხოვროს პატარა "კერძო"ქვეყანაში, რომელიც მას "პრივატიზებული" ჰგონია, მაინც არ გამოვა, რადგან, როგორც ვთქვი, საერთაშორისო იზოლაციას მოჰყვება პირველ რიგში მძიმე, სერიოზული ეკონომიკური შედეგები და ასევე უსაფრთხოების პრობლემები, რომელიც ვერ გადაწყდება რუსეთთან ახალ სამოკავშირეო, ვასალურ ურთიერთობებში შესვლის შედეგად. არის სერიოზული რისკები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

შევახსენებ ყველას, რომ რუსეთთან მოკავშირეობამ ვერ დაიცვა სომხეთი, ვერ უზრუნველყო, მისი სრული უსაფრთხოება, რისთვისაც რუსეთისთვის გადაცემული ჰქონდა თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
ივანიშვილის ძალაუფლება ემყარება მის უნარს ძალით და ხშირ შემთხვევაში, ძალადობით დააშინოს მოწინააღმდეგეები, ოპონენტები სრულიად ქართული საზოგადოება და აი, აქ მგონია, რომ არასწორად აქვს წარმოდგენილი იზოლაციის ეკონომიკური შედეგები. ქვეყნის იზოლაცია შეზღუდავს მის უნარს სტაბილურ კმაყოფილ მდგომარეობაში ამყოფოს, თუნდაც ის ნაწილი საჯარო სამსახურის, საპოლიციო ძალების რომლებიც მას დღეს მხარს უჭერენ.

-სანქციებს რა შედეგები მოჰყვებადასანქცირებული პირებისთვის და საქართველოსთვის, რომელსაც დე ფაქტო მთავრობის დასანქცირებული წევრები ჰყავს?

- სანქციებამდე საქართველო ასობით მილიონ დოლარს იღებდა ჩვენი პარტნიორებისგან სახელმწიფო თუ არასახელმწიფო საზოგადოებრივი პროგრამებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ივანიშვილის წარმომადგენლები გაიძახიან, რომ ეს ფული ჩვენ კი არ მოგვდიოდა ვიღაც სხვას აძლევდნენ. ჯერ ერთი, იგი პირდაპირ მთავრობაზე იყო მიმართული და ბიუჯეტში შედიოდა ლომის წილი, 90 % ყველაფრისა, რაც ფინანსური დახმარების სახით საქართველოში შემოდიოდა. ის ნაწილიც კი, რომელიც მიდიოდა, მაგალითად, არასამთავრობო სექტორში. ისიც კი პირდაპირ მოქმედებდა ეკონომიკურ და განსაკუთრებით, სავალუტო ბალანსზე - ვალუტის მდგრადობას განსაზღვრავდა უცხოური ვალუტის შემოდინებისა და გადინების ბალანსი. ამაში თავისი წვლილი შეჰქონდა დასაველთიდან შემოსულ ასობით მილიონიან დახმარებებს. ეს უკვე შეწყდა. ჩვენ ამის შედეგებს წელს ვნახავთ.
ამის გარდა, ჩვენ გვქონდა შეუზღუდავი უვიზო რეჟიმი, რომელიც პრინციპში საფრთხის ქვეშაა და ამ რეჟიმზე დამოკიდებულია, უამრავი ოჯახის კეთილდღეობა, რომელთა წარმომადგენლები ეკონომიკური საქმიანობის გამო აქტიურად მოძრაობს ევროპასა და საქართველოს შორის. საიდანაც აწარმოებენ გადმორიცხვებს, რომელიც პირდაპირ აისახება უამრავი ოჯახის უნარზე გამოკვებოს თავი. ესეც სერიზული რისკის ქვეშაა.

უშუალოდ სანქციებზე: პირველი საფეხური ეს არის, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება სანქციების დამწესებელ ქვეყნებში. შარშან ევროკავშირმა მთლიანად გააუქმა პრივილეგია მთელი სახელმწიფო ელიტას რომელთაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, აი ამ დიპლომატიური პასპორტით ევროპაში მგზავრობის.

შემდეგ, უფრო სერიოზული დონე სანქციების, როდესაც არა მხოლოდ ეკრძალებათ კონკრეტულ პირებს, სადღაც შესვლა, არამედ იყინება მათი ფინანსური და ქონებრივი აქტივები. ეს არ გვეგონოს, რომ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვიღაც თავის ბარათს ვერ გამოიყენებს სადღაც. აქ საუბარია ძალიან ფართო ეკონომიკურ შედეგებზე, მაშინ როდესაც ქვეყნის მმართველები არიან სანქციების ქვეშ, ასეთ ქვეყანაში არა მარტო ინვესტიციების შემოდინება მცირდება, არამედ იწყება არსებული დაბანდებების ქვეყნიდან გატანა აქტიურად. ესეც პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ლარის კურსზე. ის რომ დღეს კატასტროფულად არ დავარდნილა ჯერ ლარი და არ არის კიდევ უფრო დიდი უმუშევრობა, ვიდრე აქამდე იყო, ეს არანაირად დამშვიდების საფუძველი არ არის არავისთვის, ეს იგივეა ვინმემ თქვას, აი, მე გადმოვხტი მეასე სართულიდან და 50-ე სართულზე ჯერ არაფერი მომივიდა. ეს პროცესები უკვე დაიწყო და ამის შედეგებს ვნახავთ უახლოეს თვეებში.

-ივანიშვილის რეჟიმმა დაანგრია დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობები რის შენებასაც წლები დასჭირდა. რა დრო დასჭირდება ამის რესტავრაციას?

- ეს ავტომატურად ვერ მოხდება.

1991 წლიდან გახლდით საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მოწმე და მონაწილე ვარ იმ უზარმაზარი სამუშაოსი, რომელიც დიპლომატების თაობებმა ჩაატარეს იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან. მათ შორის გახლდით ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი საგარეო საქმეთა სამინისტროში. მარტო ამ რეჟიმის წასვლით მეორე დღესვე ჯადოსნურად არ მოხდება ყველაფრის აღდგენა. ჩვენ დაგვჭირდება დიდი ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ საქართველოში ეს პერიოდი ჩვენს ისტორიაში გამონაკლისი იყო, როდესაც პრაქტიკულად რუსული აგენტურა შემოიპარა ქვეყნის მმართველობაში, სხვა დაპირებებით, სხვა ლოზუნგებით, და რომ ეს პრობლემა გადალახულია და საქართველო უბრუნდება ევროპულ გზას პირველ რიგში საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ ასევე, როგორც სანდო პარტნიორი ჩვენი ძირითადი მოკავშირეებისა.

წინ ბევრი სამუშაო გველოდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი გაისტუმრებს შავი ჭირივით მოსულ რუსულ აგენტურას.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.