ინტერვიუ
სალომე ბენიძე - დღეს ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტი ძლიერი ქალია, ვიდრე ოდესმე
FaceBook
„ქართულ ლიტერატურაში, ისევე, როგორც ბევრგან, დღეს ქალის ხმა ისმის, ქალის ძალა იგრძნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

მარტის თვე ქალთა დღესასწაულებით არის გამორჩეული. ამ დღესასწაულებს შერეული გრძნობებით ხვდებიან: ნაწილისთვის ზეიმია, ნაწილისთვის სიყალბე, სხვებისთვის დისკრიმინაცია. თუმცა ეს დღეები და სიმბოლოები მაინც ახერხებენ იმას, რომ მიაპყრონ საყოველთაო ყურადღება ქალზე, მის უფლებებზე, ქალის შრომაზე, მის უნარებსა და როლზე სოციუმსა და კულტურაში.
როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ქალებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების მიმართ? როგორი ქალებია ქართულ კლასიკურ ლიტერტურასა თუ თანამედროვე მწერლობაში? ახდენს თუ არა ლიტერატურა გავლენას ცხოვრებაზე? 

ამ და სხვა საკითხებზე "ქუთაისიპოსტი" პოეტსა და მწერალს სალომე ბენიძეს ესაუბრა.


- რვა მარტი, უპირველეს ყოვლისა., ქალთა უფლებების დაცვის დღეა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღემ არ დაკარგოს მთავარი დატვირთვა, განსაკუთრებით, ჩვენს რეალობაში. რა თქმა უნდა, ყვავილები და საჩუქრები ძალიან კარგია, თუმცა არა პირველხარისხოვანი 

-თქვენი წიგნის "ქალაქი წყალზე" თაობაზე წერთ, რომ ეს წიგნი დაწერეთ ყველა  გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ასევე იმ ბიჭებისთვისთვის, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბიძგი სჭირდებათ და ა.შ. გარდა მშვენიერი მხატვრული ტექსტისა იძენს თუ არა თქვენი წიგნი ხაზგასმულად სოციალურ როლსაც?

-ეს უკვე მკითხველზეა დამოკიდებული, ჩემს ტექსტს რა როლს და დატვირთვას მიანიჭებს. მე მხოლოდ ის დავწერე, რაც მაწუხებდა, რაზეც ბევრი მიფიქრია. ბუნებრივია, მკითხველის აღქმა არ არის ერთგვაროვანი. შეიძლება, ბევრისთვის ჩემს წიგნს გარკვეული სოციალური ფუნქციაც ჰქონდეს.

-ქართული ლიტერატურის ცნობილი ქალი პერსონაჟებისადმი თქვენი დამოკიდებულება როგორია? მაინც რა ტიპის ქალის სახეებს ამკვიდრებდა ქართული კლასიკური ლიტერატურა?

-ქართულ ლიტერატურაში ბევრ განსხვავებულ სახეს ვხვდებით, შეუძლებელია, ერთ ჭრილში განვიხილოთ რუსთაველის თინათინი და ჯავახიშვილის მარგო, ან ილიას ოთარაანთ ქვრივი და ნინოშვილის ქრისტინე. ქართული კლასიკური ლიტერატურა ქალთა მრავალფეროვან სახეებს გვთავაზობს, შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულებაც მათ მიმართ განსხვავებულია.

-სამაგიეროდ როგორები არიან დღეს ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ქალი პერსონაჟები? ახდენს თუ არა გავლენას ან აქვს თუ არა მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში იმას, თუ როგორ პერსონაჟებს შესთავაზებს საზოგადოებას ლიტერატურა?

-რა თქმა უნდა, ლიტერატურა განყენებულად ვერ იარსებებს. ის ზოგჯერ ეყრდნობა რეალურ ცხოვრებას, ზოგჯერ კი უსწრებს კიდეც, მაგრამ კავშირი ყოველთვის არსებობს. შესაბამისად, ლიტერატურას დიდი გავლენა აქვს ადამიანების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და შეცვლაზე, ისევე, როგორც პირიქით. თუმცა დღეს ალბათ ქართულ ლიტერატურაში უფრო მეტი ძლიერი ქალია, ვიდრე ოდესმე, როგორც პერსონაჟები, ასევე ავტორები. ქართულ ლიტერატურაში, ისევე, როგორც ბევრგან, დღეს ქალის ხმა ისმის, ქალის ძალა იგრძნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

-ასეთი ინსტალაცია არსებობს - ერთ წიგნზე უზარმაზარი კედელია დაშენებული. ინსტალაციას ქვია "ერთი წიგის გავლენა". თქვენს შემთხვევაში რომელია ეს ერთი წიგნი?


-რამდენიმე წიგნი მომდის თავში, მაგრამ თუ ერთი უნდა გამოვყო, ალბათ სილვია პლათის ""ზარხუფს" ავირჩევდი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.