კომპანია
„LAIMA LUX GEORGIA”-ს რჩევები ქართველ
ქალბატონებს
თუ ფიქრობთ, რომ ახალი წლის ღამეს ქალბატონების ძირითადი მოვალეობა
სამზარეულოში ფუსფუსია, ძალიან შემცდარხართ.
გარდა საახალწლო სუფრისა, მნიშვნელოვანია გარეგნობაზე ზრუნვა, რაც
სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს
საინტერესო და საჭირო რჩევებზე კომპანია „LAIMA LUX GEORGIA”-ს
დირექტორი, მაგდა ქაჯაია გვესაუბრა:
კომპანია „LAIMA LUX GEORGIA” წელიწადზე მეტია შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე, რომელიც ორგანიზაციის ამიერკავკასიის ფილიალს
წარმოადგენს. თავად „LAIMA LUX GROUP”-ი 15 წელია არსებობს, რომლის
დამფუძნებელი ცნობილი ლატვიელი მომღერალი ლაიმა ვაიკულეა. „Laima Lux
Group”-ი არის მსოფლიო ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი დსთ-ს
ტერიტორიაზე და, ახლა უკვე, საქართველოშიც.
- რას ურჩევს კომპანია „LAIMA LUX GEORGIA” ქართველ
ქალბატონებს? როგორი ფერის თმა იქნება 2016 წელს მოდური?
- უნდა გავითვალისწინოთ 2016 წლის მიმართულებები. „GOLDWELL“-მა
შექმნა ახალი კოლექცია „DISRUPT” (შევცვალოთ ძველი იმისთვის, რომ
შევქმნათ რადიკალურად ახალი). ეს არის თამამი ქალბატონებისთვის,
რომელსაც არ ეშინია სიახლეების და თამამად იღებს გადაწყვეტილებას. ამ
კოლექციას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ 21-ე საუკუნის ქალი არის
ძალიან ძლიერი, მასში ასევე არის მამაკაცური კოდიც - აქედან
გამომდინარე მთელი კოლექცია შექმნილია ამის საფუძველზე. ვინაიდან
წითელი მაიმუნის წელიწადი გვიახლოვდება, ვფიქრობთ, რომ ქალბატონები
ახალ წელს თამამი და მხიარული განწყობით უნდა შეხვდნენ. „GOLDWELL”-ი
იძლევა საშუალებას, რომ გაიკეთოთ პროფესიონალური ვარცხნილობა სახლის
პირობებშიც კი, თუ კი გექნებათ „GOLDWELL”-ის სტაილინგის საშუალებები,
თუ არა, მაშინ მიმართეთ იმ სილამაზის და ესთეტიკის ცენტრებს, სადაც
„GOLDWELL”-ის პროდუქციით შეძლებთ ყველაზე ჯადოსნური ვარცხნილობის და
ფერის მიღებას. მაგალითად, ქუთაისში „GOLDWELL”-ის პრემიუმ კლასის
პროდუქციით სასურველი შედეგის მიღება სილამაზის სალონში „Best Style“
არის შესაძლებელი.
- რაც შეეხება ახალი წლის ვარცხნილობებს?
ეპატაჟური მოკლე
- მოგეხსენებათ მოკლე თმა მთელი წლის განმავლობაში მოდური ჰიტი იყო.
იმ ქალბატონებს, ვისაც მოკლე თმა აქვთ და სურთ ახალი წლის ღამეს
განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდეთ, “LAIMA LUX GEORGIA” გირჩევთ
გამოიყენოთ „GOLDWELL”-ის თმის პასტა Mellogo, რომლის საშუალებითაც
შეძლებთ თქვენს თმას ნებისმიერი მიმართულება და ფორმა ხელის მარტივი
მოძრაობით მისცეთ. თმა ხდება ძალიან მორჩილი, არ უხეშდება, ერთმანეთს
არ ეწებება. პროდუქცია თმაზე რჩება სრულიად შეუმჩნეველი, ხოლო
ვარცხნილობის დასრულებისთვის საჭიროა Magic Finish, რომელიც ნაზ
ბზინვარებას მიანიჭებს თქვენს თმას.
გლამურული ბრაშინგი
- ეს ვარცხნილობა ძალიან მოდური და მასიურია. ქალბატონებს, რომლებსაც
აქვთ საშუალო ან ოდნავ გრძელი თმა, გლამურული ბრაშინგი საუკეთესო
ვარცხნილობა იქნება ახალი წლის ღამეს. შედეგის მისაღებად დაგჭირდებათ
„GOLDWELL”-ის ორი პროდუქტი. უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ
მოხერხდეს თმის კარგად დახვევა, მას დაიმუშავებთ „GOLDWELL”-ის სპრეით
Twist Arround და გაიკეთებთ თმის ამპრეხებს. ამპრეხის მოშორების
შემდეგ, მიიღებთ იდეალურად დახვეულ თმას, რომელიც ფორმას 24 საათის
განმავლობაში შეინარჩუნებს. საბოლოოდ, ვარცხნილობის დასაფიქსირებლად,
სასურველია გამოიყენოთ Big Finish, რომელიც გარდა იმისა, რომ თმას
ფანტასტიურად აფიქსირებს, უნარჩუნებს თმას ბუნებრივ სახეს.
ხვეული კარე
- ქალბატონები, რომლებიც სწორ კარეს ატარებენ და სურთ საახალწლო
განწყობა ვარცხნილობაზეც ასახონ, გირჩევთ ხვეული კარეს მორგებას.
ამისათვის დაგჭირდებათ „GOLDWELL”-ის სპეციალური კრემი Curl Love,
რომლის თმაში შეზელვის შემდეგ, თმის უთოთი გაიკეთებთ თხელ და მოგრძო
ხვეულებს; ეს მრავალფეროვნებას შეიტანს თქვენს გარეგნობაში და
სადღესასწაულო ღამეს თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს. Curl Love მტკიცედ
დააფიქსირებს თმას ისე, რომ მისი დაშლის შიში ძილის დროს, მთელი ღამის
განმავლობაში, არ გექნებათ. ვარცხნილობის დამაგვირგვინებელი აკორდი
იქნება ფიქსაციის სპრეი Magic Finish.
მასალის გამოყენების პირობები