ინტერვიუ
„ხელისუფლებამ შური იძია მედიაზე “ - უჩა ნანუაშვილი
FaceBook
5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფების თარეშის ადგილად იქცა.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს,  ღირსების მარშის ნაცვლად,  რადიკალური ჯგუფების მხრიდან,  საზოგადოებამ ძალადობის, დარბევის, ვანდალიზმის ბევრი შემთხვევა იხილა."თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ჯგუფები გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისი, საპროტესტო აქცია გამართეს გაეროს ოფისთან, ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა.
პოლიცია მოძალადე ჯგუფებს ხელს არ უშლიდა და არ იცავდა დაზარალებულ მოქალაქეებს, პირველ რიგში მედიის წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, ძალადობა წახალისებული იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი სასულიერო პირების განცხადებების და თავად რემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან.

რა მესიჯია ეს? რა შეიძლება ეწოდოს ამ მოვლენას?

რას გვეუბნება ამით ხელისუფლება და საპატრიარქო?

ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს ესაუბრება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი,  უჩა ნანუაშვილი.

- შეიძლება თუ არა ჩაითვალოს 5 ივლისის მოვლენები ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ ღია შეტევად ?

-ფაქტობრივად ღია შეტევაა და ამის ნიშნები ადრეც არსებობდა. თუმცა, ახლა შეუმჩნეველი თვალისთვისაც კი გაცილებით უკეთ გამოჩნდა. ხელისუფლება ულტრარადიკალურ ჯგუფებს იყენებდა დემოკრატიული, ლიბერალური ძალების და ღირებულებების წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად და ამ ძალების დემონიზებისთვის.

ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუნდაც რადიკალურ ჯგუფს, მაგრამ თუ საუბარია ძალადობის მოწოდებისკენ, წახალისებისკენ, ან უშუალოდ ძალადობისკენ და ამ დროს არ ხდება არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად, სახელმწიფო უკან იხევს, რადიკალ ჯგუფებს უთმობს მოქმედებას და სრულ თავისუფლებას აძლევს მათ.
რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაზე, ძალადობის ორგანიზებაზე საპატრიარქოცაა პასუხისმგებელი. მინიმუმ ის განცხადებები, რომელიც წინ უძღოდა ამ მოვლენებს, ფაქტობრივად, ისეთივე პასუხისმგებლობას აკისრებს საპატრიარქოს, როგორც ხელისუფლებას,

- რა მესიჯია ეს,  რას გვეუბნება ამით ხელისუფლება და საპატრიარქო?

- ქვეყანაში მიმდინარეობს დასავლური ღირებულებების და ინსტიტუტების დაკნინება და პრორუსული ძალების გაძლიერება, რისი ნიადაგიც ხელისუფლებამ და საპატრიარქომ შექმნეს. ქვეყანა ნელ-ნელა კარგავს დემოკრატიული სახელმწიფოს ყველა ნიშანს და ყალიბდება ისეთ ქვეყნად, სადაც აღრეულია კანონის უზენაესობა, სეკულარიზმი და სხვა ფუძემდებლური პრინციპები.

ხელისუფლებამ და საპატრიარქომ გახსნილად გამოაცხადა ჟურნალისტების მიმართ "ნადირობის სეზონი". რატომ გახდა მედია ასეთი პირდაპირი სამიზნე სწორედ ახლა?

- ხელისუფლების და საპატრიარქოს მიმართ ნდობა და იმიჯი მნიშნელოვნად შეიცვალა ბოლო წლებში და ეს სწორედ მედიის მხრიდან არაერთი დარღვევის გაშუქებამ განაპირობა. დაგროვდა უამრავი ფაქტი, გასაჯაროვდა არაერთი სერიოზული პრობლემის შესახებ ინფორმაცია, რაზეც ადრე საზოგადოება არ საუბრობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე, ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება დაუფარავად და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, შსს-ს მიერ უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ძალების მობილიზებამ აჩვენა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელისუფლების განზრახვას არ წარმოადგენდა ძალადობის აღკვეთა. აღნიშნული, განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მაშინაც კი, როდესაც დღის განმავლობაში ძალადობის მასშტაბი იზრდებოდა - ძალადობრივი ჯგუფები პირდაპირ ეთერში ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, თავს ესხმოდნენ ქუჩაში გამვლელებს, არბევდნენ ოფისებს, - ხელისუფლებას არ გამოუყვანია დამატებითი საპოლიციო ძალები ძალადობრივი შეკრების დასაშლელად და ძალადობის აღსაკვეთად. ჩანდა, რომ ხელისუფლება შურს იძიებდა მედიაზე იმ კრიტიკის გამო, რომლითაც მშვიდი ძილი დაერღვა ხელისუფლებას წლების განმავლობაში.

- ხელისუფლებამ საერთოდ არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები მოძალადე ჯგუფებისგან. ამის მცდელობაც არ ყოფილა. უფრო მეტიც, ძალადობა წაახალისა პრემიერმა, ფაშისტური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა დააანონსა "თბილისი პრაიდზე" მოსალოდნელი მსხვერპლის შესახებ, სასულიერო პირმა პირდაპირ მოუწოდა მოქალაქეებს ძალადობისკენ.  რა ჰქვია ამ მდგომარეობას და რა ჰქვია ასეთ სახელმწიფოს?

-რაც ხდება ეს ყველაფერი არის, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ნიშნების დაკარგვა. ფაქტია ის, რომ ხდებოდა ძალის გამოყენება ათობით ჟურნალისტის მიმართ და რეალურად საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს პროცესები ემართა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს აქცია უკვე მშვიდობიანი აღარ იყო. როდესაც ხდება ძალადობა, დარბევა, ჟურნალისტებს, პრაქტიკულად, მუშაობის საშუალება აღარ ეძლევათ, ეს ნიშნავს იმას, რომ აქცია მშვიდობიანი კი არა -  ძალადობრივია. ამ ძალადობაზე რეაგირება პირველივე წუთიდან უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ დრომდე, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ რაიმე სახის ადეკვატურობა ხელისუფლების მხრიდან.
პოლიციის უმოქმედობა ძალადობის უშუალო ფაქტებზე, ნათლად მიუთითებს როგორც არასაკმარისი საპოლიციო ძალის მობილიზაციაზე, ასევე, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობაზე, დაეკავებინათ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები.

- თუ ხედავთ გამოსავალს? რაიმე მოსაჭიდს? რაიმე საიმედოს?

- ხელისუფლება ახალისებს ძალადობას და ეს ყველამ დაინახა უკეთ. თუკი აქამდე ხელისუფლება ამ ჯგუფებთან კავშირს უარყოფდა, ახლა გამოჩნდა, რომ სინქრონულად მოქმედებდნენ ჯგუფები და ხელისუფლება. ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში არ რეაგირებდა ამ ძალადობასა და დანაშაულზე.

აუცილებელია ყველა მოძალადე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, ძალადობა უნდა დასრულდეს და მოძალადე ჯგუფებმა და მათმა მფარველებმა ყველგან აგონ პასუხი ამ დანაშაულებებზე.

უნდა მოხდეს რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ჟურნალისტებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; ლგბტ თემის წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.