ინტერვიუ
ცოტნე ცხვედიანი - მნიშვნელოვანია სოლიდარობის მოძრაობა ქუთაისშიც დაიწყოს
FaceBook
დამსაქმებელს გააჩნია ძალიან ბევრი საშულება ჩანასახშივე მოსპოს ყველანაირი პროტესტი.

მშრომელთა უფლებები და მათი სოციალური მდგომარეობა, დაქირავებულზე ნაკლებად ორიენტირებული შრომის კოდექსი და ფიქტიური შრომის ინსპექტორი, უმუშევრობის შიში და დასაქმებულისთვის ალტერნატიული სამსახურის არარსებობა.

აღნიშნულა საკითხებზე "ქუთაისიპოსტს" ესაუბრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი.

-უკვე რამდენჯერმე გაისმა, რომ საზოგადოების ყურადღება ნაკლებად ეთმობა ადამიანის შრომით უფლებებს, დაბალ ანაზღაურებას, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობას რაც, მაგალითად, მუშებს და მეშახტეებს აქვთ საქართველოს ინდუსტრიულ ზონებში არსებულ საწარმოებში. რა არის ამ ნაკლები ყურადღების მიზეზი?

- პირველ რიგში ვიტყვი,რომ ეს მხოლოდ ინდუსტრიული ქალაქების პრობლემა არაა. მთლიანად ქვეყანაში ძალიან რთული ვითარებაა და ადამიანები მიზერულ ხელფასზე მუშაობენ, ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში. ქვეყანაში უმუშევრობის დონე კატასტროფულად მაღალია.

ადამიანი ხშირად ყველანაირ პირობებზე თანახმაა, ოღონდ სამსახური გააჩნდეს. წლების მანძილზე საქართველოს ყველა მთავრობამ დაამკვიდრა არასწორი წარმოდგენა, რომ ნებისმიერი ინვესტორის შემოსვლა ქვეყნისთვის კეთილდღეობის მომტანია და მეტიც, თითქოს ქვეყნის განვითარების ერთადერთი შანსი სწორედ ინვესტიციების მოზიდვაა.

რეალურად კი ჩვენ ვხედავთ სურათს, რომ საქართველოში შემოსული ინვესტორების უმეტესობა ორიენტირებულია მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს მეტი და მეტი მოგება. ხშირად მათ არ ჰყავთ პროფესიონალი კადრები. წესების დარღვევით ამუშავებენ ობიექტებს. ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას, გარემოს დაბინძურებას ...ისინი ხანგრძლივ პერსპექტივაში მხოლოდ აღარიბებენ ქვეყანას.

- ხშირად ჩნდება კითხვა რატომ არ არის პროტესტი აქტიური თავად ექსპლუატირებულების მხრიდან? რამდენად ძლიერია რეპრესიული ზომები, რომელთაც კომპანიები მიმართავენ მუშების გაფიცვის შემთხვევაში?

- დამსაქმებელს გააჩნია ძალიან ბევრი საშულება ჩანასახშივე მოსპოს ყველანაირი პროტესტი. პირველ რიგში მისი მთავარი იარაღია არსებული შრომის კოდექსი, რომელიც დასაქმებულს კაბალურ პირობებში აყენებს.

პროტესტის შემთხვევაში დამსაქმებელს შეუძლია ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლოს მუშა სამსახურიდან. ინდუსტრიულ ქალაქებში კი, ადგილობრივს თითქმის არ აქვს საშუალება სხვა სამსახური იპოვოს. ხშირად მათ აქვთ ბანკის კრედიტებიც. ასეთ პირობებში, თუნდაც ერთი თვით სამსახურის გარეშე დარჩენა მათთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.

- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა მუშაობს, თუმცა ეს ის არ არის, რასაც მოითხოვს პროფკავშირები და სხვა ორგანიზაციები. რა უშლის ხელს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის ეფექტურად ამუშავებას საქართველოში?

- რეალურად მთავრობაში არ არსებობს ნება, რომ შრომის ინსპექცია არსებობდეს. არსებული შრომის ინსპეცია მხოლოდ ფიქციაა. მაგალითად, მათ შეიძლება დააჯარიმონ გარემოს დაბინძურებისთვის მინიმალური თანხით საწარმოს მფლობელი. ამ უკანასკნელს ურჩევნია ეს თანხმა გადაიხადოს, რადგან ფილტრების დაყენება და ნარჩენების გატანა ათასჯერ უფრო ძვირი დაუჯდებოდა.

ამ ყველაფრის შედეგს ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ტყიბულში. აქ ქიმიური ნარჩენები პირდაპირ ქუჩაში ყრია. სახელმწიფო ყველანაირ უფლებას აძლევს ინვესტორს. უხსნის პასუხისმგელობას დასაქმებულის, გარემოს მიმართ. ამავდროულად ხალხს ატყუებს, რომ ეს კომპანიები ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანენ.

რეალურად კი, კომპანია, რომელიც მონურ პირობებში ამუშავებს დასაქმებულს და აბინძურებს გარემოს, ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყანას. მისგან სარგებელი შეიძლება მხოლოდ მფლობელებმა და მათთან გარიგებაში შესულმა ჩინოვნიკებმა მიიღონ.

- როდესაც არ აქტიურობს სახელმწიფო, რა შეუძლია გააკეთოს საზოგადოების წევრებმა, რომელთაც ეს საკითხი აწუხებთ?

-  ბოლო დროს დაიწყო მოძრაობა ''თბილისის სოლიდარობის ქსელი'', რომლის მიზანია დაიცვას მომსახურეობის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებები, შეიქმნას სოლიდარობის პრეცენდენტები.

ძალიან კარგი იქნება თუ ამ მოძრაობაში ქუთაისის და სხვა ქალაქის მაცხოვრებლებიც ჩაერთვებიან. ვფიქრობ, ''ქსელის'' წევრები მზად იქნებიან გამოცდილების გაზიარებისთვის.

მომსახურეობის სფეროში ( მაღაზიები, რესტორნები, ბენზინგასამართ სადგურები...) დასაქმებული ადამიანები ქუთაისში განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ და ხშირად მიზერულ ხელფასს იღებენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის მოძრაობა ქუთაისშიც დაიწყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.