ინტერვიუ
„ტყეებს მიიღებს საპატრიარქო და კიდევ მიიღებს იმას, რასაც ისურვებს“ - კახა კურტანიძე
FaceBook
ტყის კანონში შეტანილმა ცვლილებებმა,, რომლის მიხედვითაც, ეკლესიას მის გარშემო არსებული 20 ჰექტარი ტყის დაკანონება შეუძლია. საზოგადოებაში აზრთა სხვაასხვაობა გამოიწვია.


გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის ოპონენტებმა, ოპოზიციამ თუ არასამთავრობო სექტორმა, ბევრი საფრთხე დაინახა აღნიშნულ კანონში.
კანონში შეტანილი ცვლილება რიგ შემთხვევაში შეფასდა ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო გაღებულ ხარკად.

გარდა პოლიტიკური მოტივისა ტყეების გააცემა-ჩაბარების ამ აქტს, გააჩნია თუ არაა რაიმე „თეოლოგიური“ საფუძველიც.

როგორც აღმოჩნდა გააჩნია.
ამაზე ქუთაისიპოსტს თეოლოგი კახაბერ კურტანიძე ესაუბრა.

„გიხაროდენ კონსტანტინე ბრძენო, მართლმადიდებლობისა წყარო დაუწყუედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა. გიხაროდენ ხეო ნაყოფშუენიერო, რომლისაგან იზრდების ქრისტეს ეკკლესია. გიხაროდენ სიქადულო ცისკიდეთაო დიდებულო, ქრისტიეანეთა მეფეთა პირველო და მთავარო. [იხარებდე ბრძენო კონსტანტინევ, მართლმადიდებლობის დაუშრეტელო წყაროვ, ვინც ათრობ დედამიწას კიდით-კიდემდე. იხარებდე მშვენიერნაყოფიერო ხევ, რომლისგანაც საზრდოობს ქრისტეს ეკლესია. იხარებდე მთლიანად ცის დიდებულო სიამაყევ, რომელიც ხარ ქრისთიან მეფეთა შორის პირველიც და უმთავრესიც]. იხარებდე სრულბრძენო კონტანტინევ, მართლმადიდებლობის წყაროსთვალო, რომელიც ტკბილი ცვარით მთლიანად მზისქვეშეთს ნიადაგ რწყავს და დააწყრულებს. იხარებდე ფესვო, რომლისგანაც ამოიყლორტა ქრისტეს ეკლესიის მასაზრდოებელი ნაყოფი (καρπὸς ὁ τρέφων, τὴν Ἐκκλησίαν Χριστοῦ). იხარებდე კიდით-კიდემდე ქრისტიანეთა დიდებისმქონე სიქადულო, იმპერატორთა უპირველეს-უპირატესო. იხარებდე მორწმუნეთა სიხარულო. Χαίροις Κωνσταντῖνε πάνσοφε, ὀρθοδοξίας πηγή, ἡ ποτίζουσα πάντοτε, τοῖς γλυκέσι νάμασι, τὴν ὑφήλιον ἅπασαν. Χαίροις ἡ ῥίζα, ἐξ ἧς ἐβλάστησε, καρπὸς ὁ τρέφων, τὴν Ἐκκλησίαν Χριστοῦ. Χαίροις τὸ καύχημα, τῶν περάτων ἔνδοξε, Χριστιανῶν, βασιλέων πρώτιστε· Χαῖρε χαρὰ τῶν πιστῶν.

21 მაისს არის მოციქულთასწორ წმინდანთა, კონსტანტინესა და ელენეს ხსენება (ძველით 3 ივნისს ანუ შემომავალი). ზემომოყვანილია სადღესასწაულო ცისკრის ღვთისმსახურების ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ჰიმნის სამი თარგმანი: 1. საეკლესიო ანუ ძველქართული, 2. მისი გადმოახალქართულება და 3. ბერძნული დედნიდან ზუსტი გადმოღება. საეკლესიოში ასახული დედნის ერთი ფრაზის ზუსტი თარგმანია „იხარებდე ფესვო, რომლისგანაც ამოიყლორტა ქრისტეს ეკლესიის მასაზრდოებელი ნაყოფი“.

ამ წინადადების მეტნაკლებად ზუსტი გაშიფვრა, ვფიქრობ, მცირედად ნათელს მოჰფენდა საპატრიარქოსათვის ტყეების გადაცემის მიზანშეწონილობის დღევანდელ საკითხს იმ გაგებით მაინც, თუ როგორც აღიქვამს საკუთარ ადგილს სახელმწიფოში მართლმადიდებლური ეკლესია.

მაშასადამე, რომის იმპერატორმა კონსტანტინემ საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ იმპერიას, რომელსაც საყოველთაობაზე, მთელმსოფლიურობაზე ჰქონდა პრეტენზია („იმპერატორთა უპირველეს-უპირატესოს“ ძველქართული გაგება „მეფეთა პირველო და მთავარო“, ანუ მსოფილიოს ყველა ქვეყნის მეფეთა შორის აღმატებულო და უპირატესო და მათო დასაბამო). საყოველთაო-კათოლიკე ეკლესია თავისი თვითშეგნებით ასევე, საყოველთაო ქრისტიანულ იმპერიაშია, როგორც რა? როგორც ის მოცემულობა, რომელიც საზრდოობს იმპერიისაგან ანუ მთელი მსოფლიოს მატერიული სიკეთეებისაგან. მთელი მზისქვეშეთი (მზე თავად ქრისტეა) ქრისტეს ეკლესიის საყოველთაობის მატერიული გამოვლენაა დედამიწაზე, რომელიც მთლიანად, კიდით-კიდემდე განსაზღვრულია ეკლესიის საზრდოდ.

ამიტომაც არათაუ ტყე, არამედ ველიც, და არა მხოლოდ ამაზონის ტყეები, არამედ საჰარას უდაბნოც საყოველთაო ეკლესიის საზრდოა იდეაში და ამ გაგების ფონზე ნუთუ გასაკვირია პუტინის, რუსეთის მართლმადიდებლობის თუ ნებისმიერი მართლმადიდებლის შთაგონებულობა, რომ მას კუთვნილს არ აძლევენ მავანნი, სოროსელები, მასონები, ლიბერასტები, გირჩელები და ა.შ.? ან რა გასაკვირია „ტრეწი რიმის“ იმპერატორი, ყოველ „მეფეთა პირველი და მთავარი“ ბრძნად იწოდებოდეს და პატივმიეგებოდეს სასოებით?! პირადად ჩემთვის ის კი არაა გაუგებარი მთავრობა უკანონებდეს „კუთვნილს“ კათოლიკე ეკლესიას, არამედ იმათი სიბრიყვე, ვინც ვერა და ვერ მიუხვდა გულწრფელ თვითშეგნებას ვერც პატრიარქს და ვერც მართლმადიდებლურ მოვლენას საქართველოში და არა მარტო.

ტყეებს მიიღებს საპატრიარქო. და კიდევ მიიღებს იმას, რასაც ისურვებს და როცა მოისურვებს. ხოლო მათ, ვისაც არ უნდა ეს ასე იყოს, დროდადრო გაახსენდებათ და მერე უცბად მიავიწყდებათ, მობეზრდებათ რა. ამასობაში დროდადრო მავანი თავის ჟინის დაკმაყოფილებით ატეხს ისტერიკას და დაიკავებს მთელს მედიას მანამ, სანამ მობეზრდებათ მისი ჟინის ღვრა. და რამდენიმე ხანში კვლავ გამეორდება იგივე იმავე პერსონაჟებით და „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი [...] ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა“ (ეკლესიასტე 1.10,1).“- განმარტავს თეოლოგი.

პარლამენტმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის 20 ჰექტარი ტყის დაკანონების შესახებ კანონი 22 მაისს მიიღო. ცვლილების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების გარშემო ტყის მასივი, რომელიც საპატრიარქოს მიჩენის ფორმით ჰქონდა გადაცემული, ახლა მისი დაკანონების უფლებას აძლევს. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ გადასაცემი ტყის ფართობი შესაძლოა იყოს 20 ჰექტარი. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს და არც თუ ისე ღარიბ საპატრიარქოს, კიდევ უფრო გამდიდრების საშუალებას აძლევს.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლმა, მეუფე იოანემ ქუთაისიპოსტთან, ტყის კანონში შეტანილ იმ ცვლილებაზე განმარტა, რომ ტყის მასივების გადაცემით მათი ქონება არ გაიზრდება, არამედ მოიმატებს პასუხისმგებლობა .

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.