ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ კოლხურ შადრევანზე წარწერა
გაჩნდა - "ბანაობა აკრძალულია".
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წარწერა მათ არ გაუკრავთ. "როგორც
ჩანს რომელიმე მოქალაქემ იხუმრა" - აღნიშნეს მერიაში.
მოქალქეების აზრით, შადრევანში ბანაობა მართლაც არ არის სასურველი და
არც თუ უსაფრთხო. ამბობენ, რომ იქ გაგრილების მსურველები აქამდე
არ შეუმჩნევიათ, ამიტომ მათთვის გაუგებარია გაფრთხილების შინაარსი.
მასალის გამოყენების პირობები