ინტერვიუ
თეატრს ცოტა ხნით უნდა მოსწყდე, რომ კარგად დაინახო - ნინო ჭოლაძე
FaceBook
საინტერესოა მსახიობი როლში, თეატრსა თუ კინოში, თუმცა, არანაკლებ საინტრესოა მსახიობი თეატრიდან და როლიდან დისტანცირებულად. მსახიობი, როდესაც ფიქრობს და ხედვის სხვა წერტილიდან აანალიზებს თეატრს და საკუთარ პროფესიას.

მსახიობი ნინო ჭოლაძე რამდენიმე წელია თეატრს დროებით ჩამოშორდა, სხვა სივრცეში სხვა კულტურას ემსახურება. თუმცა, არ წყვეტს ანალიზს საკუთარი პროფესიის გარშემო.

რამდენად რთულია მსახიობის პროფესია? რა ფსიქოლოგიურ ხაფანგებთან უწევს მსახიობს ჭიდილი? რამდენად მნიშვნელოვანია გვერდიდან საკუთარი თავის დანახვა და შეფასება ?

ამ და სხვა საკითხებზე მსახიობი ნინო ჭოლაძე გვესაუბრება.

- თეატრს სადღაც სამი წელია შორიდან ვუყურებ. თავიდან ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხანდახან გვერდიდან უნდა შეხედო შენს თავს. სხვანაირად დაინახავ თეატრსაც - ან საერთოდ დაშორდები, ან ძალიან დაუახლოვდები. ცოტა ხნით უნდა მოსწყდე, ალბათ, რომ კარგად დაინახო პრობლემაც - პლუსიც, მინუსიც. ჩემს ცხოვრებაში ეს თავისით მოვიდა - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ...

მიყვარს, როდესაც საკუთარ თავს ვსწავლობ. ახლა მაქვს საშუალება საკუთარ თავს ჩავუღრმავდე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის პაუზა მინუსად ითვლება ჩვენს პროფესიაში. ასე ვთქვათ, "საუკეთეოს წლები" უნდა იყოს გამოყენებული. როგორც სპორტსმენს აქვს რაღაც ასაკი, ჩემს პროფესიაშიც არის საუკეთესო წლები. პატარა აღარ ვარ. მინდოდა ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ არ არის და ნუ არის! ასე უნდა ყოფილიყო, ალბათ. ისეთი საკითხია ვერ ვეხები ხმამაღლა. რადგან უფრო მეტი მინუსი აღმოვაჩინე, ვიდრე პლუსი. ალბათ, მალე გამოვუტან საკუთარ თავს "განაჩეს" იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ვარ იმ სამყაროს წევრი...

არ შეიძლება ყველაფერში მე ვიყო მართალი და სხვა დამნაშავე. ვერც სხვა იქნება ყველაფერში მართალი. არ ემთხვევა გემოვნება, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არ დავობენ გემოვნებაზე, სინამდვილეში სწორედ ამაზეა დავა.

რაღაცას ველოდები შინაგანად. ან გამიმართლდება ეს ინტუიცია, არადა - ნუ! 

- გრეტა გარბო გამახსენდა.იგი ძალიან ადრე წავიდა კინოდან, წარმატების პიკზე იყო უარი რომ თქვა და დაასრულა კარიერა...

- ორი რამ არ მინდა. არასოდეს მინდა ვიყო მოსავლელი და არასოდეს მინდა ვიდგე იმ დრომდე სცენაზე ვინმემ ზურგს უკან თქვას - რაღა უნდა ამას სცენაზეო.

- როდესაც თვითირონიული და თვითკრიტიკულია ადამიანი მას ალბათ არ ემუქრება ეს.

- საკუთარ თავს კრიტიკულად ვუყურებ. მარტო ჩემი გადმოსახედიდან არ ვაფასებ თეატრს და როლს. მაყურებლის თვალითაც ვაანალიზებ. როდესაც ადამიანმა დაგდო პატივი მოვიდა თეატრში, შენ ისე უნდა გაუშვა, რომ სულ შენთან მოვიდეს. აბა რა არის თეატრი თუ არ აფიქრე, თუ არ დაესიზმრე, თუ არ განიცადა, შენს პერსონაჟთან თუ არ გააიგივა თავი?! აბა რისთვის არის?! სადღეისოდ ეს ფუნქცია დაკარგა ჩემთვის თეატრმა. იმიტომ რომ აღარ მეფიქრება, აღარ მიჩქროლდება გული, აღარ მაქვს ეიფორია. ჩემთვის თეატრი ამ წუთში უინტერესოა, არაფერს მაძლევს. არადა ძალიან ბევრი მინდა მივიღო, მაქსიმალური. ბოლომდე მინდა ამავსოს. სხვა შემთხვევაში რისთვის უნდა ვიყო თეატრში? მხოლოდ იმისთვის რომ თეატრში ვმუშაობო ვთქვა? ეს არ არის არც საკამათო და საკონფლიქტო საკითხი. იქნებ სადღაც მართალი ვარ და გაითვალისწინონ. იქნებ ვცდები, მაგრამ თუკი ვცდები დამისაბუთე. არა ვარ ის ადამიანი დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა არ მივიღო.

- დასაბუთებული კრიტიკის პრობლემა ყველგან არის ალბათ. მტრის ხატების პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე საღი არგუმენტების. შეიძლება იმიტომ რომ "გვერდიდან" და დისტანციიდან არ უყურებენ ,"შიგნიდან" კი სხანაირად ჩანს... ამჟამად სხვა სფეროში ხართ. ეს "როლი" რამდენად საინტერესოა ? ამ წერტილიდან როგორ ჩანს მსახიობის პროფესია?

- ჩემთვის სხვა სამყაროა. მეტად საინტერესო აღმოჩნდა ბევრ ადამიანთან, ბევრ პერსონაჟთან მომიხდა პირადი შეხება და ურთიერთობა. რაც ჩემს პროფესიასთან ძალიან ახლოსაა. თუკი სხვადასხვა როლების თამაშის საშუალება მომეცა ეს ადამიანები ძალიან დამეხმარებიან, ვინც აქ გავიცანი. მათგან რაღაცების აღება და როლში გამოყენება შეიძლება. ჩვენ ხომ `ვპარავთ" ადამიანები ერთამანეთს რაღაცეებს...

- რამდენად ახდენენ როლები გავლენას მსახიობის ცხოვრებზე და პირიქით - რამდენად ახდენს გავლენას ცხოვრება როლებზე? თუ ეს მაინც ტექნიკის საქმეა და პერსონაჟის ცხოვრება არ იკვეთება მსახიობის ცხოვრებასთან? მოკლედ, უშვებთ როლებსა და პერსონაჟებს თქვენს ცხოვრებაში თუ მკვეთრად მიჯნავთ?


- ჩემი ცხოვრებიდან გადადის პერსონაჟებში პატარ- პატარა დეტალები, ეს თუ არ შესძინე როლს არა მგონია ბუნებრივი გამოვიდეს დ ა ამის გარეშე როლის გათავისება შეძლო. თუმცა ეს პერსონაჟები ცხოვრებაში არ მომყვებიან და მადლობა ღმერთს რომ არ მომყვებიან.

- მსახიობს არ მოყვება როლი ცხოვრებაში,, მაგრამ მაყურებელი ვერ ივიწყებს როლს და მსახიობს აიგივებს პერსონაჟთან. ბევრი შემთხვევის გახსენება შეიძლება, როდესაც როლმა განაზღვრა მსახიობის არა მარტო კარიერა, მთლიანად ცხოვრებაც.

- ამიტომ არის მსახიობის გზა რთული. არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება იყოს შენს ცხოვრებაში საბედისწერო როლი, რომელმაც გაგაჩეროს და იმის იქით არაფერი მოხდეს.
ურთულესი პროფესიაა, ამიტომ აქ საკმარისი არაა თამაშის ტექნიკის ცოდნა, იყო პროფესიონალი კიდევ ბევრი ელემენტის ათვისებას მოითხოვს, დეტალების მთელ კასკადს. თუკი არა გაქვს, ამის გარეშე რთულია გაუძლო. ამიტომ უნდა მოამზადო საკუთარი თავი.

მსახიობი ორი საფეხურით მაღლა დგას. რაღაც თვალსაზრისით საჯარო პირივით არის. ამიტომ სხვა უნარები მოეთხოვება. როდესაც ჩამოდიხარ სცენიდან უნდა შეგეძლოს, რომ ფსიქოლოგიურად იმ ორ საფეხურზე აღარ დარჩე. რადგან სხვებთან თანაბარი ხდები. ამის გააზრება მნიშვნელოვანია. ამას შეიძლება არ გასწავლიან თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ შენ უნდა ისწავლო. იმიტომ რომ ამასთან შეხება აუცილებლად მოგიწევს.

-დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმენით პოპულარული ტელეწამყვანის სახით, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". თავად როგორ უყურებთ მედიის მუშაობას საქსრთველოში? . რა მოეთხოვება მედიას დ ა რამდენად პასუხობს იგი ამ მოთხოვნას?

-ინფორმაციას საზოგადოება იღებს ჟურნალისტის მეშვეობით. შეიძლება ვინმესთვის საწყენი დარჩეს, მაგრამ დღეს გაუგებრობის შექმნის დიდოსტატები უფრო არიან, ვიდრე ზუსტი ინფორმაციის მომწოდებელი. მე რომ სრულ ინტერვიუს გაძლევთ, თუკი ისე ამოჭრით როგორც თქვენ გინდათ, იმისთვის რომ მაყურებელი შოკში ჩააგდოთ, ეს არ უნდა იყოს კარგი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არის ტელევიზიის სპეციფიკა, მაგრამ ეს არ არის ტელევიზია. ტელევიზია ჩემთვის არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, მე მათ ექიმებს ვუთანაბრებ. მედიისგან ვიგებ ინფორმაციას, ამ დროს შენ მძაბავ, მსტრესავ ისედაც დასტრესილ ქვეყანაში. უბედურებისგან შოუს მიდგამ და ამას მაჩვენებ. მეც, მაყურებელიც, მუდმივ მოლოდინში ვარ, რომ უბედურებას მეტყვიან, ველოდები ამ ცუდს, რომ მერე ამით გამოვიკვებო. მეც მივეჩვიე რომ ცუდს მეტყვიან.
ნუთუ კარგი არაფერი ხდება? მაგრამ კარგი რეიტინგული არ არის.

- რეიტინგი ახალ რელიგიასავით გახდა თითქოს.

- ხდება ადამიანების მანიპულირება. თუნდაც, სარწმუნოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემი უახლოესი ნათესავები, მეგობრები არიან სასულიერო პირები. ისინი ემსახურებიან იმას რისიც სწამთ. მათ შეგნებული არჩევანი გააკეთეს და ცხოვრება სარწმუნოებას დაუკავშირეს. მე იმდენი კარგი რამ ვიცი მათი საქმეების შესახებ, რომელთაც აფიშირებას არ უკეთებენ. ამიტომ იქნებ არსებობენ ადამიანები, რომელბიც კარგს აკეთებენ? ახალგაზრდა თაობამდე მივიდეს ეს ინფორმაციაც. იმ პრობლემებზეც მესაუბრე რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ ეს კარგიც მითხარი. მე, მაყურებელმა რომ გავაკეთო არჩევანი.

როდესაც მე ვარ არასწრულწლოვანი დ ა ახლა მიყალიბდება ღირებულებები მარტო ცუდი ინფორმაცია არ უნდა მესმოდეს და რაღაც კარგიც უნდა ვიცოდე, რომელიც რეალურად ხდება...დიდი პროტესტი მაქვს ამის გამო, მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რომ ესეც უნდა გავიაროთ და სადღაც პასუხები გამოჩნდება.ახალი თაობა იტყვის თავის სიტყვას და შექმნის ისეთ ქვეყანას და ქალაქს, რომელ ქალაქშიც რეალურად უნდათ ცხოვრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი
სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და
გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი
დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან
გამოცდილებას გვიზიარებს. 
18:01 / 12.08.2024

რა არის მიგრაცია, 

მიუხედავად მსგავსი ხვედრისა ამაზე ალბათ ყველა მიგრანტი სხვადასხვანაირად უპასუხებს.

მათი ისტორიები და გამოცდილება ხომ უნიკალური და გამორჩეულია. 

არავის ჰგავს ამერიკაში ემიგრირებული ლელა სებუას ისტორიაც, მისი დამოკიდებულებაც მიგრაციის, დატოვებული სამშობლოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

ლელა ექვსი წელია ამერიკაში ოჯახით ცხოვრობს.  იგი ექვსწლიან გამოცდილებას გვიზიარებს. 


ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის
გამჩაღებლად? 
18:15 / 08.08.2024

ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ - მოწინააღმდეგე?  

ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად  და ვინ  - ომის გამჩაღებლად? 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.