ფოტო
ქუთაისში ნინოშვილის ბაღის მემორიალის რეაბილიტაციისთვის 4 546 ლარი გამოიყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში ნონოშვილის ბაღში მდებარე მემორიალის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს აცხადებს.

სახელმწიყო შესყიდვის ღირებულება 4 546 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამჟამად მემორიალზე არსებულ საქართველოს რუკასა და ხმალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე ფაკელი და თუნუქის ფირფიტები.

ქუთაისში, ნინოშვილის ბაღის "დიდების ბაღად" გადაკეთების იდეა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის.
სკვერში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალია განთავსებული.

"გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი დიდი მემორიალი გავაკეთოთ, სადაც სხვადასხვა ომში დაღუპულ ადამიანთა კუთხეები იქნება წარმოდგენილი და ზოგადად, იქნება "დიდების ბაღი" ეს ბაღი," - განაცხადა შოთა მურღულიამ მიმიდნარე წლის 9 მაისს ნინოშვილის ბაღში გამართულ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ნინოშვილის ბაღში მდებარე მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 20 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.



ნინოშვილის ბაღის რეაბილიტირებული დიდების მემორიალის ესკიზი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.