თეთრი, წითელი და რუსთაველის ხიდების განათებისთვის ქუთაისის მერიამ
223 300 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ენერგო დამზოგი ნათურები, ასევე თეთრ ქვებზეც
დამონტაჟდება. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული
დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ენერგო დამზოგი ნათურები ექსპლუატაციის
ხარჯებს მინიმუმამდე შეამცირებს.
ელქტრონულ შესყიდვაში მონაწილეობა სამმა კომპანიამ "დიკე 2010"-მა ,
"გლობალ სერვისმა" და შპს "ემჯი ჯგუფმა" მიიღო. ეს უკანასკნელი
ტექნიკური დოკუმენტაციის არქონის გამო გამოეთიშა ტენდერს.
"გლობალ სერვისმა" კი "დიკე 2010"-ზე 1 ლარით ნაკლები ღირებულების
პროექტი წარმოადგინა. შესაბამისად, ქუთაისის მერია ხელშეკრულებას
მასთან აფორმებს.
კომპანია სამუშაოების სანაცვლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 218 599 ლარს
მიიღებს.
პროექტის მიხედვით ხიდები სხავდასხვა ფერად განათდება. გამოყენებული
იქნება ცივი და თბილი განათებები.
ხიდების განთების მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და
ტურისტების მიზიდვაა.
მასალის გამოყენების პირობები