ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროავტუბუსი 13 წლის გოგონას
დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განგვიმარტეს მოზარდს მსუბუქი
დაზიანებები აქვს მიღებული.
"13:45-ზე შემოვიდა შეტყობინება ზარი, 13:55-ზე ადგილზე იმყოფებოდა
ეკიპაჟი. 14 წლის გოგონას თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა",
- ამბობენ პრესსსამსახურში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქმეზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით
აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის
წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო
საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები