ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩები დასრულდა- იმერული კლუბები
დამარცხდნენ.
სამტრედიის "ეროსი მანჯლაგაძის" სახელობის სტადიონზე თბილისის
"საბურთალომ" მასპინძლები დამაჯერებლად 0:2 დაამარცხეს. ორივე გოლი
გუნდის კაპიტანმა, გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. "სამტრედიამ" ამ
წაგები საქმე გაირთულა სატურნირო ცხრილში, ის მეტოქებს საკმაოდ
ჩამორჩა.
გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართული მატჩი
გორელების გამარჯვებით დასრულდა. იმისდა მიუხედავათ, რომ ქუთაისელები
90 წუთის მანძილზე დიდ უპირატესობას ფლობდნენ მომენტებს ვერ
იყენებდნენ. "დილამ" კი გამარჯვების გოლი მატჩის 56-ე წუთზე გაიტანა,
თავი კირკიტაძემ გამოიჩინა. ამ წაგებით "ტორპედომ" ჩამორჩენა გაზარდა
ლიდერ "დინამოსთან".
მესამე მატჩი კი, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე
გაიმართა, საჩხერის "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდა. მატჩი
თბილისელების უპირატესობით დაიწყო და ანაგარიშიც მალევე გაიხსნა.
მე-15 წუთზე ქარდავამ გახსნა ანგარიში, ტაიმის ბოლოსკენ "დინამომ"
მეორე გოლიც გაიტანა. საჩხერლებმა ანგარიშის შემცირება 46-ე წუთზე
შეძლეს. გოლი კვერნაძის ანგარიშზეა.
"დინამომ" საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე დააფიქსირა, სტუმრებმა მატჩი
3:1 მოიგეს. "დინამომ" 4 ქულით გაზარდა სხვაობა "ტორპედოსთან" და
პირველი
ადგილი შეინარჩუნა.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები