ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 90 000-მა მოქალაქემ
ისარგებლა. ევროკავშირთან
უვიზო მიმოსვლის 6 თვის შედეგები ევროკავშირის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა შეაჯამა.
ამის შესახებ
ipn– წერს.
მისი თქმით, ევროკავშირის მხარე მონიტორინგის ანგარიშს ამზადებს,
სადაც უვიზო რეჟიმის შედეგები უფრო დეტალურად იქნება ასახული. ელჩი
იმედოვნებს, რომ დღეს არსებული პროგრესი გაგრძელდა.
საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28
მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27
სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით
გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ
მასალის გამოყენების პირობები