ქუთაისში, ბალახვანში დამონტაჟების გარეშე დადგმულ საგზაო ნიშნის
დაცემას დედა-შვილი გადაურჩა.
შემთხვევა, 25 ოქტომბერს მოხდა, როცა სკოლიდან სახლში მიმავალ
დედა-შვილის წინ დამონტაჟების გარეშე დადგმული საგზაო ნიშანი
წაიქცა.
"ამ სიმძიმის რკინა რომ დაგვცემოდა არ ვიცი რა მოხდებოდა. მე ბეჭზე
მომხვდა, მაგრამ ამას აღარ ვდარდობ, რახან ასე სასწაულებრივად
გადავრჩით," - ამბობს მშობელი თიკო კუტუბიძე.
მისივე თქმით, საგზაო ნიშანის წაქცევა იმან გამოიწვია, რომ ის
ყოველგვარი მონტაჟის გარეშე უბრალოდ მიწაში იყო ჩამაგრებული.
ამ ადგილზე მიდოდა დედაშვილი როცა საგზაო ნიშანი
წაიქცა
ე.წ. წრიული მოძრაობის საგზაო ნიშანი, რომელსაც, გუშინ დედა-შვილი
გადაურჩა, დღეს ქუჩაზე ერთ-ერთ უსაფრთხოების კუნძულზე კვლავ მონტაჟის
გარეშეა დადგმული.
საგზაო ნიშანი, რომელიც წაიქცა, ახლა უსაფრთხოების
კუნძულზე არის დადგმული
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ,
რომ საგზაო ნიშანი სამუშაოების დროს დაზიანდა, თუმცა, მათთვის
უცნობია, თუ ვინ გადადგა ის უსაფთხოების კუნძულზე.
"დაზიანდა სამუშაოების დროს. კუნძულძე გადატანა არ მომხდარა
შესაბამისი სამსახურის მიერ. არც პრობლემის შესახებ ყოფილა
შეტყობინება. შესაბამისი სამსახური გავა ადგილზე და ნიშანსაც
უსაფრთხოდ დაამონტაჟებენ," - ამბობს ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა მამისეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები