27-29 ოქტომბერს ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო
ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის
მიერ.
ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით, 15-მდე საბალეტო
სტუდია მიიღებს. მოწვეულია სოლისტები იტალიიდან, ესტონეთიდან, ლატვია,
გერმანია და სხვა ქვეყნებიდან.
"ფესტივალის მიზანია ქუთაისის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზება.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია ქორეოგრაფიული დარგის პოპულარიზაცია", -
აღნიშნავს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი
პატარიძე.
ფესტივალი 27 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიხსნება ქუთაისის ოპერის
თეატრში.
ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური
სტუმარია მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.
მასალის გამოყენების პირობები