ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში "დინამო
არენაზე" გაიმართა.
თბილისის "დინამო" სამტრედიის "სამტრედიას" დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ორივე გუნდი
თანაბრად ქმნიდა მომენტებს, თუმცა, ორივე გუნდის მეკარე შეუდარებელი
იყო. მეორე ტაიმში თითქოსდა ტემპი დავარდა, მატჩის ბოლოსკენ "დინამომ"
შეიძლება ითქვას მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა,
დამაგვირგვინებელ ფაზამდე საქმე ვერცეთმა გუნდმა მიიყვანა.
მატჩის ბოლო წუთს კი "სამტრედიის" ლეგიონერმა ანრიმ გამარჯვების გოლი
გაიტანა და საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 1:0, "სამტრედიის" სასარგებლოდ,
დააფიქსირა.
"სამტრედიამ" 23 წლიანი პაუზის შემდეგ "დინამო" საკუთარ მოედანზე
დაამარცხა. ამ მოგებით სამტრედიელებს 61 ქულა დაუგროვდათ.
"სამტრედიამ" ჩამორჩენა უახლოეს მდევარ "ტორპედოსთან" 3 ქულამდე
შეამცირა და ლიდერ "დინამოსთან" კი 4 ქულამდე.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები