"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურიის წინასაარჩევნო
კამპანიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალაქებში, სადაც მეორე
ტური უნდა ჩატარდეს, საარჩევნო ბიუელეტენებში "ნაციონალური მოძრაობის"
კანდიდატები იქნებიან და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმებსაც
დაითვლის, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურის საარჩევნო
პროცესს წინასწარ უცხადებს ბოიკოტს.
"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო პროცესს ბოიკოტს უცხადებს
ქუთაისშიც, სადაც, მეორე ტურში ქალაქის მერობისთვის პარტიის სახელით
გრიგოლ ვაშაძე "ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას უნდა
დაპირისპირებოდა.
მასალის გამოყენების პირობები