უახლოეს მომავალში ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება მოსალოდნელი
არ არის.
ეს განცხადება საქართველოს განათლები და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდერე ჯეჯელავამ გააკეთა. მისი თქმით, ბაღის მასწავლებლების
ხელფასების დარეგულირება პროფესიული განვითარების სქემით მოხდება.
"საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურების მიმართულებით ჯერ-ჯერობით
პროფესიული განვითარების სქემა არ გვაქვს, როდესაც გვექნება სწორედ ამ
სქემის მიხედვით დარეგულირდება მათი ხელფასების რაოდენობა“,
- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, რომელიც ააიპ
ბაგა–ბაღების გაერთიანებაში შედის. ორგნიზაციაში განმარტავენ,
რომ პირველ ცვლაში მომუშავე პედაგოგების შრომის
ანაზღუარება თვეში 320 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე ცვლის
მასწავლებლის ხელფასი 160 ლარია. მიმდინარე წლის გაერთიანების
ბიუჯეტი 9 800 000 ლარია.
საბავშვო ბაღების პროფესიული განვითარების სქემაზე მუშაობა აქტიურად
მიმდინარეობს. ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს განათლების და
მეცნიერების, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტრო. საქართველოს
მთავრობაში საბავშვო ბაღების განვითარების სქემის დამტკიცება უახლოეს
მომავალში იგეგემება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წლის ბიუჯეტის
პროექტის თანახმად 1 178 770.0 ლარი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები