ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამ დროისთვის საჩხერეში 57
უბნიდან მონაცემები დათვლილია 45 უბნის მიხედვით.
საჩხერეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ბენიამენ
ფალავანდიშვილმა ხმების 89,16% მიიღო.
ცესკოს მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ამორჩეველთა ყველაზე
მეტი ხმა, სწორედ, საჩხერის მერობის კანდიდატს აქვს.
მეორე ადგილზე კი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, ირინე
გრძელიშვილი გადის, რომელსაც ამ დროისთვის ხმების 4,9% აქვს
მიღებული.
საარჩვენო ადმინისტრაციის ცნობითვე, ამომრჩეველთა ხმების მაღალი
რაოდენობა მიიღო "ქართული ოცნების" ვანის მერობის კანდიდატმა,
ალექსანდრე გოგორიშვილმა. მას მხარს ამომრჩეველთა 68,79% უჭერს.
იმერეთის 11-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნების" მერობის
კანდიდატები ლიდერობენ.
მასალის გამოყენების პირობები