ახალი ამბები
ქუთაისში გაყალბებული მედია აკრედიტაციის მქონე 9 პირს უბნები დაატოვებინეს
FaceBook
ქუთაისის N 2, N 3, N 4 და N 44 უბნეზე, ცესკოს წარმომადგენლებმა 9 პირს, რომლებიც უბნებზე "პრეს მედიის" სახელით იმყოფებოდნენ, საარჩევნო უბნები დაატოვებინეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები უბნებზე მას შემდეგ გამოჩდნენ, რაც კონკრეტული პირების მიერ, მედიაორგანიზაციის სახელით ყალბი აკრედიტაციებით საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ქუთაისის N 44-ე უბნის თავმჯდომარის, თეიმურაზ ნიჟარაძის თქმით, უბანზე სამი პირი დილიდან გამოჩნდა და ისინი მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდნენ პროცესს, თუმცა, მოგვიანებით მას ცენტრალური საარცევნო კომისიიდან დაურეკეს და აცნოებს, რომ აღნიშნული პირების აკრედიტაცაები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არ იყო გაცემული.

"ამის შემდეგ სამივეს დავატოვებინეთ უბანი", - ამბობს თემურაზ ნიჟარაძე.

იგივე ფაქტი განმეორდა N4-ე უბანზეც, კომისიის თავმჯდომარის თქმით, "პრეს -მედიის"სახელით პროცესზე დასწრებას ორი პირი ცდილობდა.

"თავიდანვე საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ აკრედიტაციები ჰქონდათ. მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ეს ყალბი აკრედიტაციები იყო და მოვთხოევთ უბნის დატოვება", - ამბობს N 4-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე, ნატალია დვალიშვილი.

უბნების კომისიის წევრთა თქმით, ყალბი აკრედიტაციის მქონე ყველა პირი უბანზე "პრეს-მედიის" წარმომადგენლად რეგისტრირდებოდა.  ამასთანავე,ამავე მედიის სახელით ერთი და იგივე პირები  რამდენიმე უბანზე მიდიოდნენ. 

მათ უბნებზე მიჰქონდათ ვიდეოკამერა და საარჩევნო პროცესის ჩაწერას ახორციელებდნენ.

მათივე განმარტებით, რამდენიმე მათგანს უბანზე ცესკოს წარმომადგენელთა მისვლის შესახებ წინასწარ ტელეფონით აცნობეს და მათ ტერიტორია თავად დატოვეს, ნაწილს კი უბნების დატოვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა აიძულეს.

ქუთაისში, საარჩევნო უბნებზე გაყალბებული მედია აკრედიტაციის მქონე პირების ყოფნის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.