ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 35 904
ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 23. 53 პროცენტია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში
დაფიქსირებული ამომრჩევლების აქტიურობასთან შედრებით მეტია. თუმცა,
ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ
მონაცემებს.
რაც შეეხება, საჩივრებს, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ამ
დროისთვის უკვე 8 საჩივარი ოლქში შესული.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები