ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ №15-ე საარჩევნო უბანში თავისი
არჩევანი დააფიქსირა.
მან ასევე, მოქალაქეებს აქტიურობისა და საკუთარი არჩევანის
დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
"ხმა მივეცი ქუთაისის განვითარებას, დაწყებული პროექტების დასრულებას.
დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ხვალ იქნება უკეთესი, ვიდრე დღეს არის", -
განმარტა ქალაქის მერმა.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები