ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ 6
საჩივარია შესული.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილი
ინფომაციით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.
" ორი ტექნიკურ ხარვეზს ეხება, სამი საკონტროლო ფურცლის შევსებისას
დაშვებულ შეცდომას და ერთი დარღვევა ის არის, რომ რეგისტრატორს
გადაყვა ორი ერთნაირი ბიულეტენი," - განმარტავს ქუთაისის N59 საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები