ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 20 807
ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 13.67
პროცენტია.
"ამომრჩევლების აქტიურობა ისევ ჩამორჩება საპარალმენტო არჩევნების ამ
დროინდელ მონაცემებს", - განმარტა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები