საკუთარი არჩევანი, "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის
კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ დააფიქსირა. მერობის კანდიდატი #46-ე
საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
"ხმა მივეცი ქუთაისის ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი სიღარიბის და
სიღატაკის დაძლევას", - განმარტა მერობის კანდიდატმა.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს
"ქართული ოცნების" და "
ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის
კანდიდატებმაც.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.
სადაც, 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები