ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ
ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 10:00 საათისთვის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 8 858 ადამიანმა
მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 5.81 პროცენტია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ეს მაჩვენებელი 2014 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღის ამ მონაკვეთში
დაფიქსირებული ამომრჩევლების აქტიურობასთან შედრებით მეტია. თუმცა,
ჩამორჩება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ
მონაცემებს.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561
ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები