ქუთაისში, ამომრჩევლემა ოთხ საარჩევნო უბანში საკუთარი თავი ვერ
იპოვა. მურმან სარალიძე ამბობს, რომ ის უკვე იმყოფებოდა,
#88-ე, #87-ე , #90 და #91-ე საარჩევნო უბანზე.
თუმცა, საკუთარი არჩევანის გაკეთება ვერ შეძლო.
"ამდენი უბანი შემოვიარე და ვერ ვიპოვე ჩემი თავი არ ვიცი რა ხდება",
- ამბობს ამომრჩეველი.
ქუთაისის
#90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ვალერიან გელხვიიძე ამბობს, რომ მურმანი სარალიძე არათუ მათ
უბანში,
არამედ, ცესკოს ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც არ არის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებით, ამომრჩევლებს ერთიან
სიაში საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადამოწმების უფლება
მიმდინარე წლის 3 ოქტომბრამდე ჰქონდათ.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.
ქალაქში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121
მამაკაცია.
ქუთაისში ქალაქის მერის მანდატისთვის 8 კანდიდატი, ხოლო 81 მაჟორიტარი
იბრძოლებს.
მასალის გამოყენების პირობები