ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეხუთე
საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენციას 6 ქვეყნის 18 მომხსენებელი ესწრება.
ეკონომიკური სფეროს სპეცილისტები ორი დღის განმავლობაში მსმენელებს
თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური მოდელებს გაუზირებენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის
თქმით, კონეფრენციის ფარგლებში ხდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური
გამოცდილების გაზიარება,
" მეხუთე წელია ტარდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე არის
შემდგარი ტრადიცია. აქ არიან წარმომადგენელბი ევროპისა და
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და ისინი მნიშვნელოვან გამოცდიელბას
გვიზიარებენ",-განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
საქართველოს ტექნიკური
უნივერისტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი
მიიჩნევს, რომ კონფერენციის საბოლოო მიზანი, ჩვენი ქვეყნისთვის
საუკეთესო ეკონომიკური მოდელის შერჩევა უნდა იყოს.
"წელს ყველაზე წარმომადგენლობითი მომხსენებლები გყავს, რაც ჩვენი
კონფერენციის მნიშვნელობაზე მიუთითებს. საბოლოოდ, ჩვენ უნდა
შევძლოთ და შევარჩიოთ საუკთესო მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის",-განაცხადა
ალეკო სიჭინავამ.
კონფერენციას, წერეთლის უნივერისტეტის ლექტორ-მასწავლებლები და
სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები ესწრებოდნენ.
მეხუთე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტში
21 ოქტომბერს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები