29 ოქტომბერს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პერმიერა გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება "ედიტ პიაფი" ნინო სადღობელაშვილის პიესის
მიხედვით. დადგმა რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ეკუთვნის.
აღნიშნული სპექტაკლი ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და ბათუმის ილია
ჭავჭავაძის სახელობის თეატრების ერთობლივი პროექტია.
სპექტაკლი ბათუმში 16 ოქტომბერს წარმოადგინეს.
ედიტ პიაფს ბათუმის თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე
განასახიერებს.
როგორც ავტორები აღნიშნავენ, რომ სპექტაკლი ედიტ პიაფის
უკანასკნელ დღეებზე, მის ბიოგრაფიაზე, ბედსა და ცხოვრებაზე
გვიამბობს.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები