საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს.
ცესკოს მონაცემებით 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.
21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახის
ბიულეტენი:
ერთი -
ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია
პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის
ასარჩევად.
მეორე -
ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს
მაჟორიტარი წევრის ასარჩევად
მესამე -
ღია მწვანე ფერის ბიულეტენი -
თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 9
სტამბაში რამდენიმე დღის განმავლობაში დამზადდება.
მისივე ცნობით, ბეჭდვის პროცესს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წევრებთან ერთად, 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 20 დამკვირვებელი დააკვირდება.
საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებს საოლქო საარჩევნო კომისიებს
კანონით განსაზღვრულ ვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2
დღისა) გადასცემს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები
კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენ
ბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის
ამომრჩეველთა ერთიან სიაში საერთო ჯამში 3 440 123 ამომრჩეველია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები