ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, მერიის იურიდიული
განყოფილების უფროსის,
ირაკლი გიორგაძის წინააღმდეგ "სამართლიანი
არჩევნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა.
როგორც საოლქოში აცხადებენ, სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ
ჰქონდა.
"სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მოსარჩელეს
ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უარი ეთქვა", -
განმარტავენ საოლქოში.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას, მერიის თანამშროლის წინააღმდეგ
სარჩელით "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმდინარე
წლის 29 სექტემბერს მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, რომელიც წინასაარჩევნო
კამპანიის მონიტორინგს ეხებოდა, ირაკლი გიორგაძე სამუშაო საათებში
სისტემატურად აქვეყნებდა მმართველი პარტიის კანდიდატების საარჩევნო
შეხვედრებს.
"სამართლიანი არჩევნების" მონიტორები
კვლევის
ფარგლებში საარჩევნო სუბიექტების 252 შეხვედრას დააკვირდნენ.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის
წინააღმდეგ ცესკოში საჩივარი
შევიდა
მასალის გამოყენების პირობები