ჭიათურაში თანამედროვე სტანდარტების საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის
ბოლოს დასრულდება.
მშენებლობას ამხანაგობა "დაგი" ახორციელებს.
პროექტის მენეჯერის ოთარ ჩიკვაიძის ინფორმაციით, ცენტრალური
სადგურიდან საბაგირო ოთხი მიმართულებით იმოძრავებს, რომელთაგან 2017
წლის ბოლომდე მხოლოდ სამი დასრულდება, მეოთხე კი 2018 წელს
მოეწყობა.
"სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც სანატორიუმის, ლეჟუბანისა და
ნაგუთის მიმართულებას ეხება, მთავრდება წლის ბოლოს, ხოლო მუხაძის
პროექტი დასრულდება მომავალი წლის ბოლოს," - განმარტავს პროექტის
მენეჯერი, ოთარ ჩიკვაიძე.
მისივე ინფორმაციით, სამ მიმართულებაზე 6 ფრანგული წარმოების გონდოლა
დამონტაჟდება.
"ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ შენობებს და საყრდენი ანძების საძირკვლებს,
თვითონ დანადგარები, გონდოლები და ტროსი არის ფრანგული კომპანიის
მოწოდებული. გონდოლები იქნება ისეთი, როგორც თბილისში, რიყეზეა," -
განმარტავს ოთარ ჩიკვაიძე.
პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება 9 700 000 ლარია, საქართველოსა და
საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ.
მასალის გამოყენების პირობები